ველურ ბუნებაში გადარჩენა შეიძლება რთული აღმოჩნდეს – განსაკუთრებით, თუ უფრო პატარა ან უფრო ნელი ხართ, ვიდრე თქვენი შესაძლო მოწინააღმდეგე-მტაცებელი. ამიტომაც ცხოველთა მრავალმა სახეობამ ევოლუციის პროცესში შენიღბვის, ე.წ. „კამუფლაჟის“ (მიმიკრიის), სხვადასხვა საშუალება განავითარა.
კამუფლაჟის საშუალებები ძირითადად სამი ფაქტორის მიხედვით განსხვავდება: ცხოველის ფიზიოლოგია და ქცევა, მტაცებლის ფიზიოლოგია და ქცევა და გარემო, რომელშიც ცხოვრობს ცხოველი და ნადირობს საკვების მოსაპოვებლად. გარემოსთან შერევა ყველაზე გავრცელებული მიდგომაა.
ბუნებრივი შერჩევა აქაც თამაშობს თავის როლს: იმის გამო, რომ ცხოველის კამუფლაჟის საშუალება გენეტიკურად განისაზღვრება, ყოველი ახალი თაობა უკეთესად ერგება გარემოს. როგორც წესი, ცხოველი ახდენს თავისი ბუნებრივი გარემოს შეფერილობის იმიტაციას, თუმცა, ცნობილია, რომ ზოგიერთ სახეობას აქვს თავისი შეფერილობის კორექტირების უნარი. ყველაზე გავრცელებული მაგალითია ქამელეონი, თუმცა ზოგიერთმა ბეწვიანმა ცხოველმა და ფრინველმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს ბუმბული და ბეწვი და ახალი სეზონისთვის ახალი ბუმბულითა და ბეწვით შეიმოსოს.
საოცარია, მაგრამ ზოგჯერ კამუფლაჟის საუკეთესო საშუალებაა ჯოგთან ერთად სიარული: მაგალითად, როდესაც ლომი ზებრების ჯგუფს ჩაუვლის, ის მხოლოდ დიდ ზოლიან მასას ხედავს. ზოგიერთი თევზი, რომელიც ღია ფერის ვერტიკალური ზოლებითაა დაფარული, შეიძლება თვალსაჩინო იყოს მარტო ყოფნისას, მაგრამ თუ ამ თევზების დიდი ჯგუფი მიცურავს, მტაცებელი დაინახავს დაუდგენელი ფორმის ფერად ბუშტს.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, წარმოგიდგენთ ცხოველების კამუფლაჟის 25 საოცარ მაგალითს. შესძლებთ ყველა ცხოველის პოვნას?
1ბუ
2ბრტყელკუდა გეკონი
3თეთრი გნოლი
4გომბეშო
5პეპლის მუხლუხო
6ზღვის ცხენთევზა
7ობობა
8მუხლუხო (ლათ. Adelpha Serpa Selerio)
9მოჩვენებისებრნი, ჩხირულა
10ხის ნაცრისფერი ბაყაყი
11ბუ
12ჩხირულა (ლათ. Tropidoderus Childrenii)
13ფოთლისკუდიანი გეკონი
14წინწკლებიანი კამბალა
15ბუმბერაზი უფეხურა
16თოვლის ლეოპარდი
17კუტკალია
18თეთრფეხა უფეხურა, ბაყაყპირა
19ჩრდილოამერიკული ბუ
20ჟირაფი
21ჩრჩილი (ლათ. Phalera bucephala)
22ფოთლის მწერი (ლათ. Phyllium giganteum)
23ბუჩქის კალია
24ნაცრისფერი კალია
25ბაყაყი
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები