მგლისა და დათვის უჩვეულო მეგობრობა – ფინელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული საოცარი კადრები

„ძალიან უჩვეულოა მგლის და დათვის ასეთი დამოკიდებულება“, – ამბობს 56 წლის ფინელი ფოტოგრაფი ლასი რაუტიაინენი, რომელმაც გადაიღო ეს გასაოცარი ფოტოები. ფოტოგრაფი 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა რუხ ძუ მგელს და ხვად მურა დათვს. ისინი ერთად იყვნენ ყოველ ღამე, საღამოს 8 საათიდან დილის 4 საათამდე. ისინი საზრდოსაც კი უნაწილებდნენ ერთმანეთს.
„არავინ იცის რატომ ან როგორ დამეგობრდნენ ახალგაზრდა მგელი და დათვი“, – განუცხადა ლასიმ გაზეთ დეილი მეილს (Daily Mail). „ვფიქრობ, რომ ისინი წყვილების გარეშე იყვნენ, ახალგაზრდები იყვნენ და უჭირდათ მარტოებს თავის გადარჩენა… სასიამოვნოა, როდესაც ველური ბუნების ისეთ იშვიათ კადრებს აზიარებ, რომლის ნახვასაც არავინ ელის“.

1„ძალიან უჩვეულოა დათვისა და მგლის ასეთი დამოკიდებულების ხილვა“

2ეს უჩვეულო წყვილი აღმოაჩინა ფინელმა ფოტოგრაფმა ლასი რაუტიაინენმა

3ის რუხ ძუ მგელს და ხვად მურა დათვს ფოტოებს უღებდა 10 ღამის განმავლობაში

4„ევროპაში არავის შეუნიშნავს, რომ დათვებს და მგლებს ერთმანეთის სიახლოვეში ეცხოვროთ და ემეგობროთ“

5ორი „მეგობარი“ შეამჩნიეს საკვების გაყოფისასაც

6„არავინ იცის ზუსტად რატომ ან როგორ დამეგობრდნენ ახალგაზრდა მგელი და დათვი“

7„ვფიქრობ, რომ ისინი წყვილების გარეშე იყვნენ, ახალგაზრდები იყვნენ და უჭირდათ მარტოებს თავის გადარჩენა“

8„მე გადავეყარე ამ ორს და ვიცოდი, რომ მათ შესახებ საუკეთესო ამბავი გამოვიდოდა“

friendship_between_wolf_and_bear_9

9„ასე მგონია, რომ ერთად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს“

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები