მგლების ხროვას ადამიანებზე უფრო ჰუმანური კანონები აქვს

ზოოლოგებმა მგლებზე დაკვირვებისას საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
photo_of_a_wolf_pack
აღმოჩნდა, რომ მგლების ხროვა გარკვეული იერარქიის მიხედვით გადაადგილდება.
მგლების ხროვას სათავეში უდგას სამი მგელი – ბებერი ან ავადმყოფი, რომლებიც ყველაზე წინ მიდიან და მთელ ხროვას მოძრაობის სიჩქარეს კარნახობენ. თუ ისინი უკან გაჰყვებიან ხროვას – ჩამორჩებიან და დაიღუპებიან.
ამ სამს უკან ხუთი ძლიერი მგელი მიჰყვება. ცენტრში – ხროვის დანარჩენი წევრები, შემდეგ კი – ხუთი უძლიერესი მგელი. ხროვის ბოლოს ლიდერი მგელი მოდის, რომელიც მთელ ხროვას აკონტროლებს.
ხროვა გადაადგილდება ისე, რომ ყველაზე ბებრები არ ჩამორჩნენ, და, საფრთხის შემთხვევაში, ერთმანეთის დახმარების საშუალება ჰქონდეთ.
Facebook კომენტარები