11 იღბლიანი ნივთი, რომლებმაც მათი მპოვნელები გაამდიდრა

ზოგჯერ უსარგებლო ნივთების ნაყარში, ან საოჯახო ფარეხიდან ამოქექილი ძველმანების გაყიდვისას შესაძლოა საოცარ ნივთებს წავაწყდეთ, რომელთა ღირებულება დიდი ქონების ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. და სანამ ფასეულობებზე მონადირეები რარიტეტების ძებნაში ხარჯავენ დროს, ზოგიერთ იღბლიან ადამიანს ისინი მარტივად უვარდება ხელში.
ZIVAVA-მ სწორედ ასეთი წარმოუდგენელი ისტორიები შეკრიბა თქვენთვის.

 

1. კინოპოსტერი

lucky_finds_that_made_ordinary_people_fabulously_rich_1

სამერვილის ბაზრობაზე ლაურა სტოუფერმა ერთ-ერთი ძველი ფილმის აფიშის ასლი იყიდა. სახლში მისვლის შემდეგ მან მუყაოს გარეკანი გახსნა და აღმოაჩინა პოსტერი ფილმისა „დასავლეთ ფრონტზე ცვლილებების გარეშე“. კაპიკებად შეძენილი პოსტერი $20.000 შეფასდა.

 

 

2. Jaeger-LeCoultre-ის ვინტაჟური საათი

Jaeger-LeCoultre-ის ვინტაჟური საათი

პატარა მაღაზიაში, ფინიქსში, ზაკ ნორისმა Jaeger-LeCoultre-ის, 1959 წელს გამოშვებული, უიშვიათესი ვინტაჟური საათი $5.99 იყიდა. მოგვიანებით ეს საათი $35.000 გაიყიდა.

 

 

3. ბეისბოლის გუნდის სურათი

ბეისბოლის გუნდის სურათი

მოხუცმა ქალბატონმა, ბერნის კალეგომ, სახლის დალაგების დროს ბეისბოლის გუნდის ძველი ფოტო იპოვა. ყოჩაღმა ქალბატონმა სურათი eBay-ზე დადო გასაყიდად და $10 დააფასა. შედეგად კი ბერნისმა $75.000 მიიღო, რადგან ფასიანი ქაღალდების ასოციაციამ სურათის ნამდვილობა დაადასტურა.

 

 

4. ჰერთფორდშირის განძი

lucky_finds_that_made_ordinary_people_fabulously_rich_4

ზოგიერთებს წლების მანძილზე არ უმართლებს, ზოგი კი ჯეკპოტს პირველივე ცდაზე ხსნის. ინგლისელმა უესლი კარინგტონმა ლითონის საძებნი აპარატი იყიდა და პირველივე დღეს ჰერთფორდშირში, სენტ-ოლბანსის ტყეში, 55 ცალი რომაული, ოქროს მონეტა იპოვა. ღირებულებამ $260.000 შეადგინა.

 

 

5. ნახატი „მაგნოლიები ოქროს ხავერდზე“

ნახატი მაგნოლიები ოქროს ხავერდზე

შტატ ინდიანას მცხოვრებმა ნახატი იყიდა იმისათვის, რომ კედელზე უშნო ხვრელი დაეფარა. რამდენიმე წლის შემდეგ, „სამაგიდო აუქციონის“ თამაშით გართულმა, აღმოაჩინა შედევრი, რომელიც იგივე სტილში იყო შესრულებული. მან მოიწვია ექსპერტი და თავისი ნახატი შეაფასებინა. საბედნიეროდ შეიტყო, რომ მარტინ ჯონსონ ხედის, აქამდე უცნობ, სურათს ფლობს, რომლის ღირებულებამ $1.200.000 შეადგინა.

 

 

6. ვან გოგის „ლარნაკი წითელი ყაყაჩოებით“

ვან გოგის ლარნაკი წითელი ყაყაჩოებით

ოჯახურმა წყვილმა ვისკონსინიდან ვან გოგის სურათის – „ლარნაკი წითელი ყაყაჩოებით“, ასლი შეიძინა. რეპროდუქცია იმდენად კარგი იყო, რომ წყვილი მის წარმომავლობაზე დაფიქრდა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ წყვილს 1886 წელს დაწერილი სურათის ორიგინალი უყიდია, რომლის ღირებულება $1.400.000 უდრის.

 

 

7. 1974 წელს გამოშვებული პენი

1974 წელს გამოშვებული პენი

რობერტ ლოურენსს მამისგან მემკვიდრეობით სენდვიჩის კოლოფში მოთავსებული მონეტების კოლექცია გადაეცა. მათ შორის იყო პენი 1974-D, რომელიც თავდაპირველად $300 შეფასდა, სანამ გაირკვეოდა, რომ მონეტა ალუმინის იყო. ასეთი მონეტა სულ 10 ცალი გამოუშვეს და ითვლებოდა რომ ყველა განადგურდა. ახლა ამ პენის ღირებულება $2.000.000 შეადგენს.

 

 

8. 1917 წლის ვისკი

1917 წლის ვისკი

ბრაიან ფიტმა საკუთარ სხვენზე სამალავი იპოვა, სადაც შენახული იყო 1917 წლის 13 ბოთლი ვისკი. ექსპერტებმა „განძი“ $2.600.000 შეაფასეს, მაგრამ იღბლიანმა მამაკაცმა განაცხადა, რომ არ გაყიდის ასეთ ფასეულ ეგზემპლარებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია მეგობრებთან ერთად დალევას აპირებს, როდესაც ვისკი 100 წლის სიმაგრეს მიაღწევს.

 

 

9. სტატუეტი ნიკოლოზ II შეკვეთით

სტატუეტი ნიკოლოზ II შეკვეთით

ნიუ-იორკელმა ჯორჯ და ბეტი დევისებმა საკუთარ სხვენზე ნაყარი ძველმანის გადარჩევისას მამაკაცის პატარა ფიგურა იპოვეს, რომელიც როგორც მათ მოეჩვენათ, ფასეული იყო. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფაბერჟეს ნამუშევარი, ქვისგან გამოკვეთილი უიშვიათესი ფიგურა, რომელიც ნიკოლოზ II შეკვეთით იყო შექმნილი. ფიგურა Stair Galleries-ის აუქციონზე $5.200.000 გაიყიდა.

 

 

10. არაჩვეულებრივი მარგალიტი

არაჩვეულებრივი მარგალიტი

ფილიპინელი მეთევზე კუნძულ პალავანთან კლდეებს შორის გაიჭედა. როდესაც ღუზას ათავისუფლებდა, მან უზარმაზარი მოლუსკი იპოვა, ხოლო შიგნით – 34 კილოგრამიანი მარგალიტი. 10 წლის განმავლობაში მეთევზე ამ განძს საწოლის ქვეშ ინახავდა, სანამ ხანძარი არ მოხდა. ახლა ეს გიგანტური მარგალიტი $35.000.000 არის შეფასებული.

 

 

11. Coca-Cola-ს აქციები

Coca-Cola-ს აქციები

ტონი მერონმა ამოყიდვის ბაზარზე $5 დახარჯა. მან დოკუმენტებით სავსე ყუთი იყიდა, სანაცვლოდ კი დიდი ქონება მიიღო: ქაღალდებს შორის მან Palmer Union Oil-ის 1625 აქციის თამასუქი იპოვა. როგორც აღმოჩნდა, არაერთგზის შერწყმის შედეგად ეს დოკუმენტები მას Coca-Cola-ს 1.800.000 ცალი აქციის განკარგვის უფლებას აძლევდა და $130.000.000 შეფასდა.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები