ველოდებით, ვემზადებით და ვხვდებით ახალ 2017 წელს! ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

ტრადიციისამებრ შობა-ახალ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ყოველ ოჯახში დგამენ. ლამაზად მორთული ნაძვის ხე სასიამოვნო განცდას წარმოშობს არა მხოლოდ პატარებში, არამედ მათ მშობლებშიც.
მთელს მსოფლიოში ტრადიციად ქცეული ნაძვის ხის მორთვა ისე, როგორც ჩვენ ამას დღეს ვაკეთებთ, სათავეს გერმანიიდან იღებს. გადმოცემის თანახმად, ამ ტრადიციას საფუძველი გერმანელმა რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა დაუდო. 1513 წელს, როდესაც იგი საშობაო ღამეს სახლში ბრუნდებოდა, ცის ხასხასა ვარსკვლავების სილამაზით მოიხიბლა და აღფრთოვანდა. ცის კამარა ისე მჭიდროდ იყო მოფენილი ვარსკვლავებით, რომ ისინი, თითქოს, ხის ტოტებზეც ციმციმებდნენ. სახლში მოსულმა ლუთერმა მაგიდაზე ნაძვი დადგა და სანთლებით მორთო, ხოლო თავზე ვარსკვლავი გაუკეთა – ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლო, რომელმაც აღმოსავლელი მოგვები ბეთლემში ქრისტეს დაბადების ადგილთან მიიყვანა.
ცნობილია ასევე, რომ XVI საუკუნის ცენტრალურ ევროპაში საშობაო ღამეს მიღებული იყო მაგიდის ცენტრში წიფლის პატარა ხის დადგმა, რომელიც მორთული იყო თაფლში მოხარშული პატარა ვაშლებით, ქლიავით, მსხლით და თხილით.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში გერმანულ და შვეიცარულ ოჯახებში უკვე საყოველთაოდ გავრცელდა საშობაო სუფრის წიწვოვანი ხით გალამაზების ტრადიცია. თავდაპირველად ის ძალიან პატარა ზომის იყო და ვაშლებსა და ტკბილეულთან ერთად მას ჭერზე ჰკიდებდნენ. სასტუმრო ოთახში ერთი დიდი ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია მოგვიანებით გაჩნდა.
XVIII-XIX საუკუნეებში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ნაძვის ტოტებზე თავდაპირველად ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრილ ვარდებს, ვაშლებს, ნამცხვრებს, შაქრის ნატეხებს და ტკბილეულს ჰკიდებდნენ, თუმცა დროის განმავლობაში ისინი ცვილის, ბამბის, მუყაოს, ფაიფურის, შემდგომ კი – შუშის ფიგურებმა ჩაანაცვლა.
დღეს საშობაო ნაძვის ხე მთელს მსოფლიოშია პოპულარული. მაღაზიებში საახალწლო მორთულობის ისეთი სიუხვეა, რომ არც კი იცი რა შეარჩიო. ყოველ ახალ წელს დიზაინერები ახალ-ახალ სათამაშოებსა და მორთულობებს იგონებენ… ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა, უამრავი ორიგინალური ხერხი არსებობს საიმისოდ, რომ თქვენმა ნაძვის ხემ ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნას.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

 

ZIVAVA გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

Facebook კომენტარები