ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს… ნაძვის ხეც კი შეიძლება ექსტრაორდინარული გახადოს

გარკვეული დროის განმავლობაში, ნაძვის ხეების ძირითადად ორი მარტივი ვარიანტი არსებობდა: ერთი პატარა ან ერთი დიდი ნაძვის ხე. ამასთან, ყველა საახალწლო ნაძვის ხე განსხვავებულია და არ ჰგავს სხვას.
დღესდღეობით არსებობს ნაძვის ხეების დიდი არჩევანი. თუ ცოცხალ ნაძვის ხეს ვერ მიიტანთ სახლში, შეგიძლიათ წახვიდეთ უახლოეს მაღაზიაში და იყიდოთ ხელოვნური ნაძვის ხე. ისინი, ვისაც რაღაც განსხვავებულის გაკეთება სურს, ირჩევენ მარადმწვანე დედოფალის თეთრ ვარიანტს, ხოლო ზოგჯერ ვარდისფერსაც. ნაძვის ხის მორთვა კი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული: რაც უფრო შემოქმედებითად მიუდგებით ამ საქმეს, მით უკეთესია.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გსურთ თქვენი ინდივიდუალობის გამოჩენა საკუთარი ნივთების ან ჰობის დემონსტრირებით, არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე ახალ წელს განსაკუთრებული, ჩვეულებრივისგან სრულიად განსხვავებული ნაძვის ხის გაკეთება საკუთარი ხელით. ბოლოს და ბოლოს, არც თუ ისე ბევრ ადამიანს შეუძლია დაიკვეხნოს ხისგან, წიგნებისგან ან, თუნდაც, სუშისგან გაკეთებული ნაძვის ხით.

1დიდი სამკუთხედის ფორმით უნდა ამოიჭრას ფანერი ისე, რომ ყველა საშობაო მისალოცი ბარათი დაეტიოს

2გირლანდებითა და შუშის სათამაშოებით მორთული, ლარნაკში ჩაწყობილი ტოტები

3საახალწლოდ მორთული, კედელზე დამაგრებული ნაძვის ხის პლაკატი

4ააწყვეთ დასაკრავი სტიკერებით მარტივი, მაგრამ შინაარსიანი ნაძვის ხე

5ხის სამკუთხედი თაროებით, სპეციალური სადღესასწაულო სამშვენისების დასაწყობად

6ქაღალდის კონუსებისგან გაკეთებული ელეგანტური ნაძვის ხე

7მუყაოდან ამოჭრილი 3D-ნაძვის ხე, გაწყობილი დასაკრავებით, ფოტოებით და ნახატებით

8ნაძვის ხე მხოლოდ ნათურების გამოყენებით

9ნაძვის ხე კიბეზე ჩამოკიდებული საახალწლო შუშის სათამაშოებით

10ნაძვის ხე „ზღაპრული ქალაქი“ პატარა სახლებისგან

11კედელზე ჩამოკიდებულ საკლასო დაფაზე დახატული ნაძვის ხე. საკუთარი ბუხარიც კი გექნებათ წინდის დასაკიდად

12ნაძვის ხე საახალწლო შუშის სათამაშოებისგან

13ნაძვის ხე ერთმანეთზე დამაგრებული ხის ტოტებისგან

14„გემრიელი“ ნაძვის ხე სუშისგან. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ მაშინვე უნდა მიირთვათ

15გამოიყენეთ ყველა ხელთარსებული ინსტრუმენტი კედლის უნიკალური ნაძვის ხის ასაწყობად

16პირამიდას ფორმით ერთმანეთზე მიწებებული მუყაოს რგოლები. თითოეული რგოლის შიგნით ჩამოკიდებულია ლამაზი, წითელი შუშის სათამაშო

17წიგნის მოყვარულთათვის. იმპროვიზირებული ნაძვის ხე ერთმანეთზე დაწყობილი წიგნებისგან

18კიბეს იდეალური სამკუთხედი ფორმა აქვს ნაძვის ხის შესაქმნელად. შემოახვიეთ მას ფერადი ნათურები, ხოლო კომპოზიციის ერთობლიობას წვერზე მოთავსებული ვარსკვლავით მიაღწევთ

19შეინახეთ ღვინის საცობები ისეთი ნაძვის ხის გასაკეთებლად, რომელიც მხოლოდ თქვენ გექნებათ

20დიდი ნაძვის ხე ღვინის ბოთლებით

21ნაძვის ხე სამახსოვრო ფოტოებისგან

22ნათურებითა და სამშვენისებით მორთული ხის ჯოხები განთავსდა ზომის მიხედვით: განიერიდან ყველაზე პატარამდე

23სხვადასხვა ზომის ქვებისგან აწყობილი ნაძვის ხე

24ღილებით გაწყობილი საჩუქრების შესაფუთი ქაღალდის რულონები

25წიგნების თარო გამოყენებულია ქალაქური ნაძვის ხის შესაქმნელად

 

ZIVAVA გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

Facebook კომენტარები