საშობაო ოცნებები სრულდება! გულის ამაჩუყებელი რეკლამა, რომელიც ვირუსული გახდა

პოპულარულმა პოლონურმა ონლაინ აუქციონმა, „ალეგრომ“ (Allegro), გულის ამაჩუყებელი საშობაო რეკლამა გადაიღო. ეს არის მოხუცი პოლონელი მამაკაცის ისტორია, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით უკვეთავს წიგნს სახელწოდებით „ინგლისური დამწყებთათვის“ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგება ახალი ენის შესწავლას.
ეს ვიდეო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მარტივ მოვლენებსა და საგნებს შეიძლება ძალიან ღრმა შინაარსი ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ როგორ დადის მოხუცი თავისი ნაწერებით, დავცინით მის უცნაურ ქმედებებს და არც კი ვფიქრდებით იმაზე: „რატომ აკეთებს ის ამ ყველაფერს?“

უყურეთ და თავად დარწმუნდით ამ ვიდეოს მომხიბვლელობაში:

Facebook კომენტარები