შეუძლებელია, ამ ვიდეოს ღიმილის გარეშე უყუროთ, რომელსაც 90.000.000 მეტი ნახვა აქვს YouTube-ზე. უცნობია, რატომ ხდება ასე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, სახალისო წვრილმანებს ვეღარ ვამჩნევთ. ზოგადად, სანამ ემოცია ჩვენს სახეზე გამოიხატება, ბევრჯერ ავწონ-დავწონით, ვფიქრობთ: „საერთოდ საჭიროა რომ? დროულია? ან სხვები რას იტყვიან?“ ამ პატარას მსგავსი კითხვები, ჯერ-ჯერობით, არ ებადება და გულიანად იცინის ფურცლის დახევაზე.
სიცილი გადამდებია და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ბავშვის სიცილის მოსმენა კი უსასრულოდ შეიძლება.
Facebook კომენტარები