როგორც ჩანს, დესერტების დეკორირების ხელოვნებაში ზღვარი არ არსებობს! თანამედროვე შეფმზარეულებმა თავიანთ სფეროში უმაღლესი დონის მასტერკლასი გვიჩვენეს: დაწყებული გალაქტიკური ტკბილეულით, ძვირფას ქვებს მიმსგავსებული კანფეტებით, დამთავრებული რუბიკის კუბის ფორმის ნამცხვრებით – უკვე არაფერია მათთვის შეუძლებელი.
ნამცხვრების საკონდიტრო Atelier Soo ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს. შეფმზარეული სეულიდან ნაღების კრემისგან ყვავილების ფაქიზ თაიგულებს ქმნის, რომლებიც შეგიძლიათ შეჭამოთ კიდეც. მშვენიერი ფოთლებითა და გემოვნებიანი კომპოზიციური გადაწყვეტილებით აგებული ყველა მისი ქმნილება ისე გამოიყურება, თითქოს ბუნებრივი ყვავილების თაიგული იყოს. მათ ყურებისას არც კი იფიქრებთ, რომ სინამდვილეში ეს კრემიანი ნამცხვრებია.
ZIVAVA გთავაზობთ კორეელი შეფმზარეულის ტკბილ შედევრებს.
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები