24 წლის ჯერამელ ლუ ფილიპინებიდან, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ძალიან ნიჭიერი მხატვარია. ჯერ-ჯერობით ხატვა მისთვის მხოლოდ ჰობია, რადგან უწევს მუშაობა საკუთარი პროფესიით, რომ თავი ირჩინოს. ამიტომ მას რჩება ცოტა დრო იმისთვის, რომ შექმნას კრეატიული ნახატები.
მისი სამსახური მოითხოვს დიდი ხნით მარტო ყოფნას ოთახში, კომპიუტერთან ჯდომას და ეს დილის 8 საათამდე გრძელდება. ის განიცდის სოციუმთან კონტაქტის არ არსებობას. ასევე რთულია მისთვის იფიქროს იმაზე, თუ რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ დღე ძინავს და ღამე მუშაობს. გასაკვირი არაა, რომ ჯერამელს უწევს ყოველდღე სტრესის დაძლევა.
ლუ იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის დააგროვებს საკმარის დანაზოგს და წამოვა სამსახურიდან, რის შემდეგაც თავისუფლად შეძლებს იმის კეთებას, რაც ძალიან მოსწონს. ალბათ სწორედ ამიტომ გამოიყურება მისი ნამუშევრები ისე, თითქოს ნახატები ცდილობენ ქაღალდიდან ამოძრომას და გათავისუფლებას.
ბევრს აინტერესებდა, როგორ ხატავდა ასე ლუ, ამიტომ მან ყველაფერი ახსნა საკუთარი Facebook-ის გვერდზე. ლუ საკუთარი ნამუშევრების შექმნას დაახლოებით ერთ დღეს ანდომებს. მისთვის ყველაზე რთული ჩრდილების გამოყვანაა, რომელიც თანაბრად ნაწილდება მთელ ფურცელზე იმისთვის, რომ შეიქმნას სინათლის ეფექტი.
ლუს სტილი ნამდვილად განსხვავებული და თვალშისაცემია. ის ხატავს შავ ფანქარში და მისი სურათები ატარებენ 3D ეფექტს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.