ამ მხატვრის განვლილი გზა იმის მაგალითია, რომ ნიჭი ყველას აქვს – მთავარია განვითარება

როგორც ძველი ანდაზა იუწყება, „რომი ერთ დღეში არ აშენებულა“ და იგივე შეიძლება ითქვას ნიჭზეც. ცხადია, ჩვენ შეიძლება გარკვეული უნარ-ჩვევები გვქონდეს, მაგრამ თუ მათ არ განვავითარებთ, ეს უნარები ჩანასახის მდგომარეობაში დარჩება.
როდესაც ხალხი შოკირებული იყო მარკ ალანტეს მიერ შესრულებული ლომის ნახატით, მან გადაწყვიტა ეჩვენებინა, თუ რამდენი დრო დასჭირდა ამის მისაღწევად. ის 26 წლის განმავლობაში ხატავდა და მისი ადრეული ნამუშევრები ახლოსაც ვერ მოვა ამჟამინდელთან. ბევრი მუშაობის, ერთგულებისა და პრაქტიკის შედეგად, ის გახდა არაჩვეულებრივი ილუსტრატორი და მისი ევოლუცია საოცარია.

1ეს არის მისი ბებია-ბაბუის ნახატი, შესრულებული ორი წლის ასაკში

2სამი წლის ასაკში მარკი სწავლობს ღამურის ხატვას

3ოთხი წლის ასაკში ის მუტანტი კუ-ნინძებითაა გატაცებული

4ხუთი წლის ასაკში მიხვდა, თუ ვინ უნდა რომ გამოვიდეს

5ექვსი წლის ასაკში მას ბუნება იზიდავს

6შვიდი წლის ასაკი დინოზავრებს ეთმობა

7რვა წლის ასაკში ძირითადი აქცენტი ძაღლებზე კეთდება

8ცხრა წლის ასაკი მისი ხატვისთვის ექსპერიმენტების წელია

9ათი წლის ასაკში, მისი დახატული საგნები რეალურად იწყებს ფორმის შეძენას

10მან ეს გველეშაპი დაახლოებით 11 წლის ასაკში შექმნა

1113 წლის ასაკში თავისი ფიგურების შექმნაზე მუშაობდა

1214 წლის ასაკში აშკარა გაუმჯობესება შეინიშნება

1315 წლის ასაკში მისი ნახატები აბსოლუტურად რეალისტური ხდება

14მისი ნიჭი განაგრძობს ზრდას 16 წლის ასაკში

1517 და 18 წლის ასაკში იწყებს ექსპერიმენტების ჩატარებას სიურრეალიზმში

16ამ კონკრეტული ნახატის დასრულებას 9 თვე დასჭირდა

1719 წლის ასაკში განაგრძობს გაუმჯობესებას

18ასევე 20 წლის ასაკშიც

1922 წლის ასაკში ნახატები საკმაოდ პროფესიონალურად გამოიყურება

2023 წლის ასაკში იწყებს საღებავებით ექსპერიმენტების ჩატარებას

2124 წლის ასაკში შესრულებული ამ ნახატით ამოქმედდა ახალგაზრდა მხატვრის პირველი საიტი

2225 წლის ასაკში შესრულებულმა ან ნახატმა თავბრუდამხვევი პოპულარობა მოიპოვა

2326 წლის ასაკში შესრულებული „აქილევსი“ მისი პირველი პერსონალური გამოფენის მთავარი ნამუშევარია

2427 წლის ასაკში შეიქმნა მისი ერთ-ერთი უდიდესი ნამუშევარი

25და ბოლოს, 28 წლის ასაკში მან შექმნა ეს ლამაზი ილუსტრაცია, რომელიც ჰოკუსაის ნამუშევრით იყო შთაგონებული

აი, მეგობრებო, ასე გამოიყურება ნიჭის განვითარება 26 წლის განმავლობაში.

 

Facebook კომენტარები