გაიცანით 2 წლის აყვანილი კატა სახელად პანდა, რომელმაც კატის ფუნქციებთან ერთად კარგად მოირგო ძიძის ფუნქციებიც.
მას შემდეგ, რაც ლიელ აინმარ ასაიაგი დაფეხმძიმდა, კატა მას არ მოშორებია. ახლა კი, როცა დაიბადა პატარა შანი, პანდამ გამოიჩინა საოცარი ერთგულება.
„როდესაც დავფეხმძიმდი, პანდა უკან დამყვებოდა და თავს მადებდა მუცელზე“, – ამბობს ასაიაგი. „ახლა, 3 თვის შემდეგ, პანდა ხშირად ხტება ბავშვის ლოგინზე, ყნოსავს მას, ჯდება მის გვერდით. პანდას ძალიან უყვარს ეს ბავშვი!“
თუმცა, კატების ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, ეს ყველაფერი შესაძლოა ერთი დიდი გეგმის ნაწილი იყოს და საბოლოო მიზანს სამყაროს დაპატრონება წარმოადგენდეს მათივე გამოზრდილი ადამიანის დახმარებით. ან, შესაძლოა, ეს უბრალოდ სიყვარულია. თავად გადაწყვიტეთ, რომელი თეორიის გჯერათ.
1
გაიცანით პანდა, 2 წლის კატა, რომელიც არის შესანიშნავი ძიძა.
2
მას შემდეგ რაც ლიელ აინმარ ასაიაგი დაფეხმძიმდა, კატა მას არ მოშორებია.
3
„როდესაც დავფეხმძიმდი, პანდა უკან დამყვებოდა და თავს მადებდა მუცელზე“.
4
„ახლა…. ხტება მის ლოგინზე, ყნოსავს ბავშვს, ჯდება მის გვერდით“.
5
„შანის დაბადებისთანავე პანდა შეყვარებულია მასზე“.
6
საბედნიეროდ ეს კატა არ არის სახლში ერთადერთი, ვისაც პატარა შანი უყვარს! იგი ნამდვილად კარგ ხელშია.