წარმოიდგინეთ სიტუაცია: წვიმიან ღამით საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებით და უცებ ხედავთ ავტობუსის მოლოდინში გაჩერებაზე მდგარ სამ ადამიანს:
1. მოხუც ქალბატონს, რომელიც ისე ცუდად არის, თითქოს ერთი ნაბიჯი აშორებს იმ ქვეყნად წასასვლელადო.
2. თქვენი დიდი ხნის მეგობარს, რომელმაც ერთ დროს სიკვდილს გადაგარჩინათ.
3. თქვენი ოცნების ქალს/მამაკაცს.
რომელ მათგანს აირჩევდით, თუ თქვენს ავტომობილში მხოლოდ ერთი მგზავრის ადგილია? სანამ სტატიის გაგრძელებას წაიკითხავთ, დაფიქრდით და ამოცანას პასუხი გაეცით.
პასუხი:
ეს მორალურ-ეთიკური დილემა სინამდვილეში ერთ-ერთ კომპანიაში ტესტის სახით იქნა შეთავაზებული სამსახურში აყვანის მსურველებისთვის.
თქვენ შეგიძლიათ ჩაისვათ მანქანაში მოხუცი ქალბატონი, რომელიც ცუდად გრძნობს თავს – თქვენ ხომ პირველ რიგში ვალდებული ხართ ავადმყოფი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოთ. ან იქნებ ჯობდეს დიდი ხნის მეგობარი აირჩიოთ, მან ხომ ოდესღაც სიკვდილს გადაგარჩინათ და თქვენ მის წინაშე ვალის მოხდის საუკეთესო შანსი მოგეცათ? თუმცა… ვინ იცის კიდევ როდის მოგეცემათ შანსი იპოვოთ თქვენი ოცნების ქალი/მამაკაცი?
200 პრეტენდენტიდან მხოლოდ ერთს არ გასჩენია პასუხის გაცემისას პრობლემა და სამსახურშიც სწორედ ის აიყვანეს. მისი გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: „ავტომობილის გასაღებს მივცემდი ჩემს ძველ მეგობარს და ვთხოვდი მოხუცი ქალბატონი საავადმყოფოში მიეყვანა. მე კი ჩემი ოცნების ქალთან დავრჩებოდი“.
ზოგ შემთხვევაში არასტანდარტული აზროვნება და საქმისადმი კრეატიული მიდგომა ყველაზე რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში გვეხმარება.
მოგეწონათ სტატია? მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ.
Facebook კომენტარები