9 რამ, რაზეც 10 წლის შემდეგ ინანებთ

კვირა კვირას მისდევს კომფორტულ ქაოსში, ყოველდღიურად ათას წვრილმანს ვუთმობთ დროს და ამ პროცესში ხშირად ყველაზე მთავარს ვერ ვაკეთებთ. სანამ ჩვენ ამას მივხდებით, შეიძლება ბევრი დრო გავიდეს, რომელიც სულ სხვანაირად შეგვეძლო გაგვეტარებინა – საქმის სასარგებლოდ.
ZIVAVA-მ გაიგო ის, რასაც ყველაზე ხშირად ნანობენ ადამიანები, და გთავაზობთ რჩევებს, როგორ ავარიდოთ ამას თავი.

 

1. თვითგამანადგურებელ ურთიერთობებში ყოფნა

თვითგამანადგურებელ ურთიერთობებში ყოფნა

 

ძალიან ბევრი ადამიანი გამანადგურებელ ურთიერთობებში იმყოფება, რადგან მარტო დარჩენის ეშინიათ. მაგრამ რამდენიმე წლის გავლის შემდეგ გასაგები ხდება, რომ სჯობს მარტო იყო, ვიდრე იცხოვრო ადამიანთან, რომელსაც უზარმაზარი იმედგაცრუება, ტკივილი და წყენა მოაქვს.

 

2. ცოტა დროს უთმობენ ახლობლებს

ცოტა დროს უთმობენ ახლობლებს

 

სამსახურისა და საშინაო საქმეების ორომტრიალში ბევრი ჩვენგანი ძალიან ცოტა დროს უთმობს ახლობლებს. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვხდებით ამას, ოღონდ მაშინ, როდესაც ჩვენთვის რთული პერიოდი დგება: ბავშვები იზრდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, მეუღლესთან თბილი ურთიერთობაც ხუნდება, მშობლები მოხუცდებიან.

 

3. ფუჭად ხარჯავენ დროის დიდ ნაწილს

ფუჭად ხარჯავენ დროის დიდ ნაწილს

 

სერიალების ყურება, სოციალურ ქსელებში ჯდომა, ტელეფონზე თამაშები – საკმაოდ დიდ დროს გვართმევს. არადა, ხომ შეიძლება ეს დრო გაცილებით უფრო სასარგებლო რამეში გამოვიყენოთ და ამით არსებითად გავზარდოთ ჩვენი ცხოვრების დონე?

 

4. ეწევიან ცხოვრების არაჯანსაღ წესს

ეწევიან ცხოვრების არაჯანსაღ წესს

 

ჩვენ იშვიათად ვეწინააღმდეგებით ჩვენს სისუსტეებს და სხვადასხვა არაჯანსაღ აქტივობაზე ვართ დამოკიდებული. ამით კი საკუთარ ჯანმრთელობას ვანადგურებთ. ახლა ვფიქრობთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, გარკვეული დროის შემდეგ კი, დიდი ალბათობით, ჯანმრთელობის მიმართ ასეთი დაუფიქრებელი მოპყრობის შედეგებს მივიღებთ.

 

5. ძალიან ცოტას მოგზაურობენ

ძალიან ცოტას მოგზაურობენ

 

რომელი ჩვენგანი არ ოცნებობს მოგზაურობაზე. უფრო ხშირად ადამიანებს აფერხებს ის, რომ მათ აუცილებლად კომფორტით უნდა იმოგზაურონ, ან არსებული ვალდებულებები უშლით ხელს. მაგრამ კომფორტი ხომ სულაც არ არის აუცილებელი პირობა, მნიშვნელოვანი საქმეები კი – არასოდეს გამოილევა.

 

6. ძალიან ბევრს მუშაობენ

ძალიან ბევრს მუშაობენ

 

უფრო ხშირად ადამიანი ასე იქცევა, თუ სხვა ფასეულობები არ გააჩნია. სამსახური მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ დასვენება და მოდუნება.

 

7. ახლის სწავლას არ ცდილობენ

things_you_ll_regret_in_10_years_7

 

ბევრს ჰგონია, რომ უმაღლესის ერთი დიპლომი სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა, ეს ცოტა არ არის. მაგრამ მუდმივი განვითარება არა მხოლოდ უფრო პროფესიული ზრდის ფართო შესაძლებლობებს იძლევა, არამედ თავდაჯერებულობას გმატებთ და უფრო საინტერესოს გხდით ირგვლივ მყოფებისთვის.

 

8. მუშაობენ მობეზრებულ სამსახურში

things_you_ll_regret_in_10_years_8

 

ჩვენ ვერ ვანებებთ თავს მობეზრებულ სამსახურს, გაუბედაობისა და იმის გამო, რომ არ გვინდა გავცდეთ კომფორტის ზონას. მაგრამ, თუ ჩვენ არ გავრისკავთ და არაფერს შევცვლით საკუთარ ცხოვრებაში, შეიძლება საერთოდ „ჩავქრეთ“ სამსახურში, რომელიც არ გვიყვარს.

 

9. ძალიან ბევრს ოცნებობენ და ცოტას აკეთებენ

things_you_ll_regret_in_10_years_9

 

თუ საკუთრი ოცნებების ასრულებისათვის წინ ნაბიჯს არ გადადგამ, ყველაფერი უბრალოდ ფანტაზიად დაგრჩება. თუ მთელი ცხოვრება იდეალურ პირობებს დაელოდები, შეიძლება შანსი საერთოდ არ მოგეცეს.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები