შაოლინის ბერები თქვენს განცვიფრებას შეძლებენ… მათი ვარჯიში ნამდვილად არაამქვეყნიურია

ჩინეთში, „სიმღერის მთის“ (Mount Song) კლდოვან ფერდობზე, საოცარი რამ ხდება. იქ განლაგებულ შაოლინის მთავარ მონასტერს კულტურული მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ხალხისთვის, კერძოდ კი, ბუდისტებისთვის.
აქ შაოლინის ბერები ვარჯიშობენ კუნგ-ფუში – ხოლო ვარჯიშობენ ისინი კლდეზე, 1500 მეტრის სიმაღლეზე!
კლდის პირზე (ზოგჯერ მოაჯირებზე) ფრთხილად დამდგარნი, ეს ბერები უგულველყოფენ ნიუტონის მიზიდულობის კანონს. ფოტოები ამაღელვებელია, მაგრამ ნამდვილად გასაოცარი. „სიმღერის მთის“ სიმაღლე არის 1512 მეტრი.
კუნგ-ფუს ვარჯიში მთის კიდეზე შაოლინის ბერების ვარჯიშის შემადგენელი ნაწილია. მათი ვარჯიშის ადგილი სულისშემკვრელია. კუნგ-ფუს სწავლის პროცესში ამ ბერებს თავიდანვე შთააგონებენ იმ აზრს, რომ არასოდეს დაიხედონ დაბლა. ზოგჯერ შაოლინის ბერი მცირედითაც არ არის დაცული ჩამოვარდნისგან.

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

Facebook კომენტარები