სანახაობრივი და შთამბეჭდავი ფოტოს გადაღებას სჭირდება დიდი გამბედაობა. ფოტოგრაფი-ენთუზიასტები ხშირად იგდებენ თავს საფრთხეში, რომ გადაიღონ ერთი ფოტო მაინც, რომელიც დაიმსახურებს მოწონებას.
ისლანდიის აისბერგზე აცოცებიდან დაწყებული კლდეზე იოგას ვარჯიშით დამთავრებული – არაფერია ისეთი, რასაც ეს ენთუზიასტები შეუშინდებიან. „Beautiful Destinations“-მა გაუზიარა მისი Instagram გვერდის გამომწერებს ყველაზე გასაოცარი ფოტოები მთელი მსოფლიოდან. ეს ფოტოები პირველ რიგში გვიბიძგებს იმისაკენ, რომ საკუთარ თავში მეტი გამბედაობა მოვიძიოთ, როდესაც უყურებთ სამყაროს კამერის ობიექტივიდან.
1
„აღმოსავლეთ გერმანიის საზღვართან ტყეში მდებარეობს მისტიკური ხიდი „რაკოტცბრიუკე“ (Rakotzbrücke), რომელსაც „ეშმაკის“ ხიდს უწოდებენ. სრულყოფილი თაღისებრი ხიდის ანარეკლი წრის გამოსახულებას იძლევა. ხიდის ანარეკლი და მისი მიდამო ისეთ შეგრძნებას ქმნიან, თითქოს წყლის ზედაპირის ქვეშ სხვა სამყარო არსებობს. ამ ხიდის სანახავად მომიწია საშინელ ყინვაში უღრანი ტყის და მიტოვებული სოფლების გავლა, რამაც მთელი ეს პროცესი დაუვიწყარი გახადა“ – @jacob
2
ეს ფოტო გადაღებულია „მონუმენტების ხეობაში“ (Monument Valley), სან-ხუანში, იუტას შტატში. „ამ ადგილის ასობით სურათის ნახვის შემდეგაც კი, ისინი მაინც ვერ გადმოგცემთ მღელვარებას, რომელიც იგრძნობა ამ გიგანტური კლდის სვეტებზე მზის ამოსვლის დაკვირვებისას. როდესაც მზე გამოჩნდა ჰორიზონტზე, ერთი წამით დავჯექი კლდის კიდეზე, თავი ვიგრძენი ძალიან პატარად, მაგრამ იმ პეიზაჟის ნაწილად, რომელსაც ვუყურებდი“ – @ravivora
3
„მე მინდოდა გადამეღო ლას-ვეგასის უნიკალური და ამაღელვებელი ხედი და საუკეთესო კუთხიდან დამეჭირა კადრი. ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომების დაცვის შემდეგ მე და ჩემმა საცოლემ მოვახერხეთ ცნობილ სასტუმრო ბელაჯიოს სახურავზე ასვლა და გადავიღეთ სურათი. ჩვენს ფოტო-სერიას „FollowMeTo“ შეემატა ახალი განსაკუთრებული ფოტო“ – @muradosmann
4
„ტროლტუნგა (Trolltunga, „ტროლის ენა“) არის მსოფლიოში ცნობილი კლდე ნორვეგიაში, რომელიც გამოშვერილია ფიორდებიდან. სურს კიდევ ვინმეს დაიცვას ბალანსი უსასრულობის კიდეზე, სადაც ერთი პატარა ნაბიჯი და ჩავარდნა გარანტირებულია?“ – @thiagomlcorrea
5
„ეს არის ჩემი კარგი მეგობრის კლემენ პრემრლის ფოტო, რომელიც ისლანდიაში აისბერგზე მიცოცავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისლანდიაში ვიყავით საკმაოდ საშიშ პირობებში, რადგან არავინ არ იცის წინასწარ, რა მოუვა აისბერგს – შეიძლება ნაწილი ჩამოწყდეს, გადაბრუნდეს ან სხვა რამ, – მე შევძელი დამეფიქსირებინა ამ ფოტოზე გასაოცარი მომენტი“ – @timkemple
6
ფოტოსურათზე „ექსტრემალური რომანტიზმი“ ჩემი ძმა და მისი შეყვარებული არიან გადაღებული. გოგონა შეძრწუნებული იყო ასეთი სურათის გადაღების იდეით, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია. მე ეს სურათი ზევიდან, 14 მმ ობიექტივით, გადავიღე, რათა კადრს მეტი სივრცე დაეფიქსირებინა – @isaacgautschiphotography
7
ეს ფოტო გადაღებულია აბრაჰამის ტბაზე კანადაში, ალბერტას პროვინციაში. ტბის ლპობადი მცენარეები გამოყოფენ მეთანს, რომელიც ფსკერიდან ზედაპირზე ამოდის და მოექცევა ყინულის ქვეშ, რაც იწვევს გაყინული ბუშტების წარმოქმნას. „როგორც წესი ამ სანახაობის დასაფიქსირებლად ფოტოგრაფს წელიწადში მხოლოდ 7 წუთი აქვს, სანამ თოვლი ან სითბო ზემოქმედებას მოახდენს ტბაზე. მე 5 წელი ველოდე, სანამ შევძელი გადამეღო ასეთი ფოტო, აქამდე კი განვიცდიდი მარცხს“ – @calsnape
8
ეს სელფი გადაღებულია დილის 6 სთ-ზე იოსემიტეს ეროვნულ პარკში.
„მე დავტოვე ჩემი კამერა ქვემოთ და დავაყენე ის ტაიმერზე, შემდეგ დაველოდე მზის ამოსვლას. ვერ გადმოგცემთ სიტყვებით რა განვიცადე, როდესაც დავყურებდი ხეობას ამ წერტილიდან, მაგრამ ეს არის მომენტი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მემახსოვრება“ – @andrewling
9
„ქალაქს, როგორიცაა ნიუ-იორკი აქვს უსასრულო რაოდენობის ხედი, მაგრამ თუ გსურთ აღმოაჩინოთ ნამდვილად უნიკალური, უნდა გარისკოთ. თაიმს სკვერის თავზე 609 მეტრის სიმაღლიდან ნიუ-იორკის მასიური ინფრასტრუქტურა გამოიყურება როგორც კომპაქტურად ჩალაგებული სქემა“ – @dave.krugman
10
„ეს არის ახალი ზელანდია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე სუფთა ღამის ცა. ამიტომაც მე გადავწყვიტე წავსულიყავი კარდრონას კურორტზე ალპებში, ის 30 წუთის სავალზეა ვანაკადან. მე ფეხით ვიმოგზაურე მთის ფერდობებზე, ვაკვირდებოდი ვარსკვლავებს კურორტის საბაგიროს სავარძლების სიმაღლიდან – ეს ნამდვილად იყო ექსტრემალური და დაუვიწყარი მომენტები“ – @lebackpacker
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები