მაგიდა ოკეანის ეფექტით… კრეატიული, ორიგინალური და უნიკალური

რამდენჯერ გაგჩენიათ ჰაერდახშული ხმაურიანი ქალაქიდან სადმე შორს, ზღვისკენ გაქცევის სურვილი? მხატვარ ალექსანდრე ჩაპელინის (Alexandre Chapelin) შემოქმედების წყალობით თქვენ შეძლებთ გადაინაცვლოთ მსგავს ატმოსფეროში ძალიან მარტივი გზით.
მის მიერ შექმნილი კონცეფციის, „La Table”-ის, ფარგლებში ალექსანდრე ქმნის საოცარ მაგიდებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ცისფერი წყლით სავსე კრისტალურად სუფთა ლაგუნას.
ამ ეფექტს ხელოსანი პოლიეთერული ფისისა და მარმარილოს შეხამებით აღწევს. მხატვარი იღებს მარმარილოს ნაჭერს, ჭრის ზღვის სიღრმის მსგავს ფენებს, რომლებსაც საკუთარი უნიკალური ფორმულის მიხედვით დამუშავებული პოლიეთერული ფისის მასალით ავსებს. თითოეულ ფენას მხატვარი ინდივიდუალურად ამუშავებს და აცოცხლებს ოკეანის ზღაპრულ ეფექტს.
„მე არასოდეს არ ვაკეთებ რამდენიმე ერთნაირ მაგიდას, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი მაგიდების თითოეული მოდელი უნიკალურია. ამიტომაც მსოფლიოში არ მოიძებნება ორი ადამიანი, რომელთაც ჩემი შექმნილი ერთნაირი მაგიდა ექნებათ“, – წერს ალექსანდრე ჩაპელინი.
„მე ყოველთვის ვაფასებდი სხვაობას ადამიანებს შორის, ვაფასებდი მათ ინდივიდუალურობას და პიროვნულ თვისებებს. მე ვთვლი, რომ ეს ასევე უნდა აისახოს სახლის ინტერიერის დიზაინში“, – განმარტავს ალექსანდრე.

LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE
LA TABLE

Facebook კომენტარები