„რამდენიმე თვის წინ საწოლში წოლისას, წიგნის თემატიკით შთაგონებულს, საძინებელი ოთახის მოწყობის იდეა გამიჩნდა. იმ ღამით ამ იდეებმა ფაქტიურად არ დამაძინა. მეორე დღეს ნახატები დავხატე და შევეცადე, უფრო და უფრო მეტი იდეა მომეძია. ყველა ეს იდეა ჩემს გონებაში იყო, ხოლო ჩემი ძმა დენიელ ურაითი დამეხმარა მათ განხორციელებაში და ყველა ჩემი ნახატის ერთ დიდ ნახატად გაერთიანებაში. ამისთვის დენიელის უზომოდ მადლიერი ვარ.
ჩემი ქალიშვილი 2 წლისაა და უსაყვარლესი პატარა გოგონაა. მას მოსწონს, როცა ფიქრობს, რომ წიგნების კითხვა შეუძლია. ის ზის ამოყირავებული წიგნით ხელში და თავისთვის ლუღლუღებს. ჩვენ ერთი სიტყვაც კი არ გვესმის, მაგრამ ქლოეს გონებაში ამ სიტყვებს თავისი აზრი აქვს და მთავარი ესაა.
ჩემი ძმის საქმიანობა ოთახების მოხატვაა. ოთახები ყოველთვის საყვარელი გამოდის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბავშვებს მალე ბეზრდებათ და სხვა რაღაც უნდათ და ძალიან ხშირად, რამდენიმე წლის შემდეგ მას ისევ ურეკავენ და ოთახის გადაკეთებას სთხოვენ. მე ეს არ მინდოდა. მე მინდოდა ისეთი რამ, რაც მარადიულია, რაც დაეხმარება მას საოცარ პატარა გოგონად ჩამოყალიბებაში, მისი წარმოსახვის აფორიაქებაში და რაც მოანდომებდა მას წიგნის აღებასა და წაკითხვას. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამას და ეს გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა“, – ამბობს კერი ურაითი.
რამდენიმე თვის წინ საწოლში წოლისას, წიგნის თემატიკით შთაგონებულს, საძინებელი ოთახის მოწყობის იდეა გამიჩნდა
მე მინდოდა მარადიული ოთახის შექმნა ჩემი 2 წლის ქალიშვილისთვის
მას მოსწონს, როცა ფიქრობს, რომ წიგნების კითხვა შეუძლია. მას ცოტათი უჭირს სწავლა და ეს-ესაა სიარული დაიწყო. ის უდავოდ ძალიან ნიჭიერი გოგონაა, უბრალოდ ჯერ-ჯერობით უჭირს ზოგიერთი სფეროების ათვისება
მე არ ვღელავ ამის გამო, რადგანაც ვიცი, რომ ის პატარა პიროვნებაა და თავისი საკუთარი ტემპით მიიწევს წინ
აქედან გაჩნდა მისთვის სათამაშოების ყუთის შექმნის იდეა
გადავწყვიტე, კარი წიგნის სტილში მომეხატა. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ კარი არის წიგნის ყდა და როდესაც კარს შეაღებ, ამითი წიგნს გადაშლი და ოთახის შიგნით საოცარი ისტორიები გადაიშლება
კედელზე 90-ზე მეტი წიგნის გმირია მოთავსებული და უფრო მეტი წიგნისთვისაც არის ადგილი დარჩენილი. როცა ქლოე გაიზრდება და თავის საყვარელ წიგნებს შეარჩევს, მე შემიძლია მათი ჭერზე დახატვა
მინდა, რომ ქლოემ ხელი დაადოს ზღაპრის გმირებს და მკითხოს, თუ ვინ არიან ისინი. ამის შემდეგ მე ავიღებ წიგნს და წავუკითხავ მას
ჯერ-ჯერობით ყველა წიგნი არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის, როცა ვხედავ ზღაპარს ოთახის კედელზე, კოლექციაში ვამატებ ამ წიგნს
მე ბევრი რამ შევიძინე საქველმოქმედო მაღაზიებში, რადგანაც ყველაფერი, რაც ამ ოთახში გავაკეთე, ავეჯიდან დაწყებული, საწოლის თეთრეულით დამთავრებული, შეზღუდული თანხებით შევძელი
ასევე შევკერე საბანი „დოქტორ სეუსის“ ნაჭრების გამოყენებით. ამან დიდი დრო წაიღო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მის შვილებს გადაეცემათ, ისევე, როგორც როალდ დალის ბალიშები
ეს ოთახი უკვე დაეხმარა ჩემს შვილს, რადგანაც ის უშეცდომოდ ხელს ადებს ყველა ზღაპრის გმირებს და დახატული ცხოველების ხმების იმიტირებას ახდენს
ეს ოთახი არა მხოლოდ ბავშვებისთვისაა, არამედ ზრდასრულებისთვისაც
„არასოდეს არ ხართ ზედმეტად დიდი, ზედმეტად უცნაური, ზედმეტად ველური, იმისთვის, რომ წიგნი აიღოთ და ბავშვს წაუკითხოთ“, – დოქ. სეუსი
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები