ენდრიუ და გაბრიელა მორისონებმა დაასრულეს საკუთარი სახლის მშენებლობა, რომელიც მხოლოდ 20 კვადრატული მეტრისაა და ბორბლებზეა შემდგარი. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ძალიან პატარაა, მას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა სრულყოფილი საცხოვრებლისთვის: კეთილმოწყობილი სამზარეულო, სააბაზანო და საძინებელი.
მორისონებს ეს ყველაფერი 33 000 დოლარი დაუჯდათ. ენდრიუს თქმით, მას ძალიან დაეხმარა ის ფაქტი, რომ ის თავად იყო მშენებელი 20 წლის განმავლობაში და ამბობს, რომ საკუთარმა ხელებმა მას თითქმის ნახევარი თანხა დააზოგვინა. ასეთ პატარა სახლში შეიძლება ყველას არ გაუჩნდეს სურვილი რომ იცხოვროს, მაგრამ სურათების დათვალიერებისას მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად მყუდრო და კომფორტული ადგილია.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები