ნახეთ როგორ გამოიყურება ყველაზე მოწესრიგებული ამერიკელი ქალის კოხტა სახლი

თქვენ წინაშეა ქალბატონი, რომელსაც უნდა მიბაძოს ყველამ, ვისაც სახლის დალაგების გადადება უყვარს. გაიცანით 31 წლის ალეხანდრა კოსტელო. მის იდეალურ სახლში თითოეულ ნივთს, ყველაზე მცირე და უმნიშვნელოსაც კი, საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი.
ალეხანდრა, როგორც ჭეშმარიტი პერფექციონისტი, ამერიკის ხუთი ყველაზე ორგანიზებული ადამიანების სიაშიც კი არის შესული. მაშასადამე, დავათვალიეროთ ყველაზე მოწესრიგებული და ორგანიზებული ქალის სახლი, იქნებ ჩვენთვის სასარგებლო რამ გამოვიტანოთ.

1პროფესიონალი ორგანიზატორი – ალეხანდრა კოსტელო

2ალეხანდრა სიამაყით გვაჩვენებს ზედმიწევნით მოწესრიგებულ საკუჭნაოს, თავის სამზარეულოში

3შეუძლებელია აქ რამე აგერიოთ, აქ ხომ სანელებლები და ვიტამინები ცალკე, მბრუნავ ლანგარებზეა დაწყობილი, ხოლო თითოეული მათგანი თაროზე გაკრული შესაბამისი ეტიკეტის გასწვრივ დგას

4ალეხანდრას ჩაის პაკეტებისთვისაც ცალკე სათავსო აქვს, რომელშიც ჩაის პაკეტები ტიპის მიხედვით არის დახარისხებული

5ალეხანდრა თითოეულ დეტალს აქცევს ყურადღებას. იმისათვის, რომ დანა-ჩანგალმა არ ისრიალოს უჯრების გამოღებისას, მან დამყოფები დააყენა

6ტაფები ვერტიკალურად არის დაწყობილი, რაც ამარტივებს სათავსოდან მათ გამოღებას

7ალეხანდრას სახლის ოფისი ასევე სახელოსნოს ფუნქციას ასრულებს

8სახარჯი მასალა აქ გამჭვირვალე კონტეინერებში ინახება და ჩამოკიდულია წვრილმანებისთვის განკუთვნილ დაფაზე

9ლენტები ასევე წვრილმანების დაფაზეა მოთავსებული, ხოლო საქაღალდეები ფერების მიხედვით არის მოწესრიგებული

10სახლის სამუშაოები და ფიტნეს-ვარჯიშები კალენდარშია გაწერილი

11მარცხნივ – შესაფუთი ქაღალდის სათავსო, მარჯვნივ კი – თაროები საქაღალდეებისათვის

12ალეხანდრას ასევე ცალკე აქვს სათავსოები ფოსტისათვის, ამიტომ მას არასოდეს არაფერი ავიწყდება

13კალმები, ფანქრები, მარკერები, ჩასანიშნი ქაღალდები, საშლელები და წებო – ამ ყველაფერს ცალკე უჯრა დაუთმო

14ალეხანდრა გრძელ ყელსაბამებს კაუჭებზე კიდებს, მათი დაბლანდვის თავიდან ასაცილებლად

15ტანსაცმელი, იარლიყების საშუალებით, კატეგორიებად არის დაყოფილი

16ფერადი სანიშნები საკიდებზე ეხმარება ალეხანდრას სწრაფად გაიგოს, რა ტიპის ტანსაცმელს უყურებს

17ალეხანდრა პირსახოცების საკიდს ხმარობს კარადაში შარფების ჩამოსაკიდად

18აბაზანაში არეულობის თავიდან ასაცილებლად, ეს ქალბატონი თმის აქსესუარებსა და მაკიაჟის საშუალებებს კარის მეორე მხარეს ინახავს

19ხოლო საშხაპეს ფარდის უკან საპნისა და თმის ჯაგრისების ჯიბეები იმალება

20წამლების ჩასალაგებელი ყუთის კარზე ალეხანდრამ ლითონის ნაჭერი ჩამოკიდა, რაც საშუალებას აძლევს ხშირად გამოყენებადი ნივთები მაგნიტებით მიამაგროს

21ალეხანდრას საყვარელი ადგილი ტანსაცმლის კარადაა, სადაც წამლებსა და მზისგან დამცავ საცხს გამჭვირვალე კონტეინერებში ინახავს

22ამ ქალბატონმა და მისმა მეუღლემ მინებიანი ტერასა სხვადასხვა საგნის შესანახ სათავსოდ აქცია

23სპორტული ინვენტარს კი წელვადი თასმებისგან გაკეთებულ ბადეში ინახავს

24ალეხანდრას ცალკე სათავსო აქვს ბატარეებისთვისაც კი, რომლებსაც ზომის მიხედვით ახარისხებს


მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები