თუ ფიქრობთ, რომ მოდა ახალგაზრდა ადამიანის ხვედრია, მაშინ იხილეთ ეს ფოტოები, რათა დარწმუნდეთ რამდენად არასწორად ფიქრობთ.
ეს ფოტოები წარმოადგენს სერიის ნაწილს, რომლის სახელია „მოწინავე სტილი: უფრო ასაკიანი და უფრო ბრძენი“, ხოლო ადამიანი კამერის მიღმა – არი სეტ კოენია. ფოტოგრაფმა შემოიარა მსოფლიო, მათ შორის, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი, იტალია და ავსტრალია, რათა დაემტკიცებინა, რომ სტილს არ აქვს არაფერი საერთო ასაკთან.
ყველა მისი ობიექტი 60 წელს გადაცილებულია. მაგრამ დარწმუნებულები ვართ დაგვეთანხმებით, რომ ფოტოები ხაზს არ უსვამს მათ წლებს, არამედ გამოჰკვეთს მათ მიერ სტილის უზადო შეგრძნებას.
ფოტოგრაფმა ახლახან გამოსცა წიგნი, რომელშიც თავმოყრილია მისი საუკეთესო ნამუშევრები.
Facebook კომენტარები