ამ წყვილმა თანაცხოვრებაში 16 წელი გაატარა… ის რაც ქმარმა ცოლს მოუწყო გაგაოცებთ

გაიცანით ტომი და ჯენეტი. ამ წყვილმა თანაცხოვრებაში უკვე თექვსმეტი წელი გაატარა. როგორც ჩანს, მათი სიყვარული დღითიდღე მძაფრდება, რასაც ტომის სიურპრიზი ადასტურებს, რომელსაც ვიდეოში ნახავთ.
წყვილმა სიეტლის დათვალიერება გადაწყვიტა. სასტუმროში შესვლის დროს, ჯანეტის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა, ბრუნო მარსის „Marry you” ჩაირთო. უეცრად, მის წინ უცნობმა ადამიანმა დაიწყო ცეკვა, შემდეგ კი მომზადებული ფლეშმობიც ამოქმედდა. წარმოდგენის დასასრულს მუხლმოყრილმა ტომმა ჯენეტს კიდევ ერთხელ სთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა.
არ გაგიკვირდებათ, ის დასთანხმდა!
არასდროს შეწყვიტოთ საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზების გაკეთება, ეს მათ გააბედნიერებს და გაგაბედნიერებთ თქვენც.
Facebook კომენტარები