ქუჩის მუსიკოსი ნაკლებად მოელოდა იმას, რომ მასთან ერთად სიმღერას შეასრულება სტივ ტაილერი

ვიდეოზე ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსი მოსკოვის ქუჩაში ასრულებს სიმღერას განთქმული ჯგუფის – აეროსმიტის (Aerosmith) რეპერტუარიდან. იგი ნაკლებად მოელოდა, რომ მისი მსმენელი გახდებოდა ქუჩაში მოსეირნე, თვით ამ სიმღერის შემსრულებელი, სტივ ტაილერი, რომელიც მოსკოვში „ქალაქის დღესთან“ დაკავშირებით ჩასატარებელ კონცერტზე იყო მიწვეული. მაგრამ ბედი ყველას აძლევს შანსს.
მოულოდნელად ტაილერი ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსს შეუერთდა და მასთან ერთად გააგრძელა სიმღერის – „I Don`t Want to Miss a Thing“-ის შესრულება. აღფრთოვანებული დარჩა ყველა – მაყურებელი, ახლგაზრდა მუსიკოსი და, როგორც ჩანს, თვით სტივ ტაილერიც.
შესანიშნავი ვიდეო, ბრწყინვალე ცოცხალი შესრულება და ვარსკვლავური დაავადების არარსებობა. ყოჩაღ, ასე გააგრძელე, სტივ!

 

Facebook კომენტარები