ცრემლის საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ დაინახავთ…

ერთ მშვენიერ დღეს როუზ-ლინ ფიშერი დაფიქრდა იმაზე, რომ, შესაძლოა, უბედურების და ბედნიერების ცრემლი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის გასარკვევად მან მიკროსკოპის ქვეშ ცრემლების შესწავლა გადაწყვიტა.
100 სხვადასხვა ტიპის ცრემლის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბაზალური ტიპის ცრემლი (სითხე, რომელსაც ჩვენი სხეული მუდმივად გამოყოფს იმისთვის, რომ დაიცვას თვალი ბაქტერიებისგან) რადიკალურად განსხვავდება იმ ცრემლისგან, რომელიც მოგვდის მაშინ, როცა ხახვს ვჭრით. ძლიერი სიცილით გამოწვეული ცრემლი ვერც კი შეედრება სევდით გამოწვეულ ცრემლს.
საკუთარ პროექტს ლინ ფიშერმა „ცრემლის ტოპოგრაფია“ უწოდა.
სმიტსონის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის მეცნიერის, ჯოზეფ სტრომბერგის თქმით, არსებობს ცრემლის 3 სახეობა: ბაზალური, რეფლექსური და ემოციური. სხვადასხვა ტიპის ცრემლებს განსაკუთრებული მოლეკულები აქვთ. ასე ემოციური ტიპის ცრემლებში ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი შეიმჩნევა, რომელიც გამოიყოფა სტრესის დროს.
გარდა ამისა, მიკროსკოპის ქვეშ ცრემლების შესწავლის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ცრემლებს კრისტალური მარილის სტრუქტურა აქვთ, რომელსაც ფორმის შეცვლა შეუძლია. ასე რომ, ერთნაირი შემადგენლობის ემოციური ცრემლებიც კი შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
ისევე როგორც თოვლის ფიფქები და თითის ანაბეჭდები, ცრემლებიც უნიკალურია და არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს.

1სიცილის დროს დაღვრილი ცრემლი

2ცვლილებების ცრემლი

3სევდის ცრემლი

4ხახვის დაჭრის დროს წარმოქმნილი ცრემლი

5ბაზალური ცრემლი

6ცრემლი დიდი ხნის განშორების შემდეგ შეხვედრის დროს

7ცრემლი, როდესაც ტირილი უკვე აღარ გინდა

8იმპულსური ცრემლი

9შვების ცრემლი

10შესაძლებლობის და იმედის ცრემლი

11ეიფორიული ცრემლი

12მოგონების ცრემლი