მედიკოსებმა დაამარცხეს ტვინის სიმსივნე მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატით

brain_canver_fi_fbდღესდღეობით კიბოს დაავადება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და თერაპიას რთულად დაქვემდებარებულ დაავადებად მოიაზრება. სამკურნალო საშუალებების ტარგეტირებული მიწოდებისა და მიკრორობოტების შექმნის დარგში შემუშავებული მეთოდებისა და კვლევების მიუხედავად, ყველაზე ეფექტურ და კლინიკურად დამტკიცებულ მეთოდებად ისევ ოპერატიული ჩარევა, ქიმიო და სხივური თერაპია რჩება. მაგრამ, როგორც ჟურნალ eLife-ის რედაქცია გვაცნობებს, კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შესძლო კიბოს განკურნვა მალარიის საწინააღმდეგო წამლის დახმარებით.
კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შესძლეს ქალბატონი პაციენტის თავის ტვინის სიმსივნის ზომების შემცირება, რის შემდეგაც ექიმებმა მისთვის ოპერაციის ჩატარება შესძლეს. სიმსივნე არ რეაგირებდა ტრადიციულ ქიმიოთერაპიულ პრეპარატებზე, ხოლო ოპერატიული ჩარევა შეუძლებელი იყო სიმსივნური წარმონაქმნის ძალიან დიდი ზომების გამო. ექიმების შეფასებით, ექსპერიმენტული მკურნალობა რომ არა – ქალბატონი ერთ წელიწადზე მეტს ვერ გასტანდა.
უნდა ითქვას, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა. საქმე იმაშია, რომ შერჩეულ პრეპარატს, რომლის ძირითადი მოქმედი ნივთიერება არის ქლოროქინის ფოსფატი, საკმაოდ საინტერესო თვისებები ახასიათებს: ის აუტოფაგიის პროცესის ინგიბირებას ახდენს, რომელიც მდგომარეობს უჯრედების თვითგანახლებაში, მათი კომპონენტების უტილიზაციის მეშვეობით. სწორედ აუტოფაგიის გამო უმეტესობა სიმსივნური წარმონაქმნები მეტისმეტ მდგრადობას იჩენენ მკურნალობისადმი. ლოგიკურია, რომ ამ პროცესის დაჩქარების დროს სიმსივნე იწყებს სწრაფ დაშლას, რაც სწორედ აღწერილ შემთხვევაში მოხდა. ქლოროქინის ფოსფატის გამოყენების შემდეგ ქიმიოთერაპიულმა პრეპარატებმა წარმატებით დაიწყეს სიმსივნეზე ზემოქმედება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მკურნალობა ჩაუტარდა კიდევ ორ პაციენტს. მათ მდგომარეობაში ასევე აღინიშნებოდა დადებითი დინამიკა.
Facebook კომენტარები