ერიკ იოჰანსონი (Eric Johansson) შვედი ფოტოგრაფი და რეტუშორია. ერიკის ნამუშევრებს აქვს ორმხრივი ეფექტი: ერთი მხრივ, ის სრულიად დაუჯერებელია, ხოლო მეორე მხრივ, ერიკის პროფესიული რეტუში ფოტოს აძლევს პრაქტიკულად რეალურ სახეს.
ფოტოგრაფი ჯერ ალაგებს საკუთარ იდეებს და შემდეგ იწყებს ჩანაფიქრის რეალიზებას. ხანდახან ის საკუთარ თავსაც იყენებს სურათების შესაქმნელად. ქვემოთ ერთ-ერთ სურათში სწორედ ისაა გამოსახული ქერა ბიჭის როლში, რომელიც საკუთარ თავს ურტყამს.
ერიკი ამბობს, რომ ის ხატავს იმ დროიდან, რაც თავი ახსოვს და, ალბათ, ამის ხელშემწყობი მისი მხატვარი ბებია იყო, მაგრამ მისმა პირველმა ფოტოკამერამ, რომელიც 15 წლის ასაკში ჰქონდა, სრულიად ახალი სამყარო გახსნა მისთვის.