ყოველი წლის 5 იანვარს ათობით ბავშვი ამერიკაში აღტაცებული იღვიძებს ფრინველებზე დაკვირვების მოლოდინში. უკვე მე-14 წელია, ფრინველთა ნაციონალური დღე ეძღვნება ჩვენი ბუმბულით შემოსილი მეგობრების დაცვას. მიმდინარე წელს ორგანიზატორები მოუწოდებენ ხალხს შეასრულონ „დატყვევებული ფრინველის ვიდეო დაპირება“, რაც ითვალისწინებს პირობის დადებას, რომ არ გააზიარებენ დატყვევებული მოშინაურებული ფრინველების ვიდეო ჩანაწერებს.
მათ, ვინც ვერ მიდიხართ ფრინველებზე დაკვირვებისთვის, გთავაზობთ ამ ფრინველების ჩამონათვალს მათ ნაშიერებთან ერთად. თქვენი აზრით, რომელია ყველაზე საყვარელი?
Facebook კომენტარები