რა შეიცვლება, თუ ერთი კვირის განმავლობაში ქოქოსის წყალს დალევთ

ქოქოსის წყალი არის ქოქოსის პალმის მწვანე (მკვახე) ნაყოფის თხევადი ენდოსპერმი. მომწიფების პროცესში ნაყოფის ქსოვილებში ზეთის წვეთები ხვდება, რაც ქოქოსის წყალს ქოქოსის რძედ აქცევს. ხოლო შემდგომში სასმელი სქელდება და მკვრივი ხდება.
რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქოქოსის წყალმა ჩვენს ორგანიზმს?
coconut_1
1) გააძლიერებთ იმუნურ სისტემას
ქოქოსის წყლის ყოველდღიური მოხმარება აძლიერებს იმუნურ სისტემას. მას აგრეთვე გამოჰყავს ორგანიზმიდან ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ პარადონტიტს და საშარდე გზების ინფექციებს. ქოქოსის წყალი ებრძვის ვირუსებს, რომლებიც იწვევენ გაციებას, ტიფს ან ინფექციურ დაავადებებს. ცივ სეზონზეც კი შეამჩნევთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესებულია.
2) უფრო ენერგიულად იგრძნობთ თავს
ქოქოსის წყალი აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, რომლებიც უჯრედულ დონეზე თქვენს ენერგიაზე პასუხისმგებელია.
3) შინაგანად უკეთესად იგრძნობთ თავს
ქოქოსის წყალი განდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და შლის თირკმლის კენჭებს. როგორც ბუნებრივი დიურეტიკი, იგი ნამდვილად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს თირკმლის დაავადებები. იგი ასუფთავებს საშარდე გზებს და აგრეთვე შარდის ბუშტის არხებს. ამგვარად, ერთი კვირის შემდეგ თავს იგრძნობთ გაცილებით ჯანსაღად და ენერგიულად.
coconut_2
4) შეამჩნევთ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას
ქოქოსის წყალი საუკეთესო საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის, რადგან იგი გვაძლევს უჯრედისის დღიურ ნორმას. თუ ერთი კვირის განმავლობაში მუდმივად დალევთ ქოქოსის წყალს, თავს იგრძნობთ გაცილებით კარგად, რადგან კუჭის მჟავა რეგულარულად გამოიყოფა, მეტად ენერგიულები ხართ და ორგანიზმს შეუძლია იმუშაოს ოპტიმალურ დონეზე.
5) დაიკლებთ წონაში
როდესაც რეგულარულად სვამთ ქოქოსის წყალს ერთი კვირის განმავლობაში, შეამჩნევთ წონაში კლებას. თქვენ შეგიძლიათ დალიოთ დიდი რაოდენობით ქოქოსის წყალი იმიტომ, რომ მას არა აქვს ცხიმი. ასევე დიდი რაოდენობით ქოქოსის წყლის დალევა მადას დაგიქვეითებთ. ქოქოსის დიეტა დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს.
6) შეგიმსუბუქდებათ გარკვეული სახის თავის ტკივილები
თუ თქვენ ოდესმე გაწუხებდათ თავის ტკივილები, გეცოდინებათ რა საშინელებაა ეს. ქოქოსის წყალი შესაძლოა იყოს პასუხი, თუ თქვენი თავის ტკივილები დაკავშირებულია ჰიპერტენზიასთან ან დეჰიდრატაციასთან.
ქოქოსის წყალი უმეტეს შემთხვევაში თავის ტკივილის გამაყუჩებელი არის, რადგან იგი ბუნებრივი ელექსირია, რომელიც ავსებს ელექტროლიტებისა და სასარგებლო ნივთიერებების ბალანსს. ქოქოსის წყლის დალევით თქვენ აღიდგენთ დაკარგულ სითხეს.
coconut_3
7) თქვენ შეამჩნევთ, კანი როგორი ჯანსაღი და ბზინვარე გახდება
ერთი ფინჯანი ქოქოსის წყალი ყოველდღიურად გააუმჯობესებს თქვენს კანს ჰიდრაციის ეფექტის წყალობით. კანი ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა და თუ თქვენ არ ღებულობთ საკმარისი რაოდენობის სითხეს, მას ზიანი მიადგება. თუ ქოქოსის წყალს დაამატებთ მინერალურ წყალს და მიირთმევთ ბევრ სითხეს, მიიღებთ მაქსიმალურ დატენიანებას. დადებით ეფექტს ძალიან მალე იგრძნობთ მთელ ორგანიზმში, მაგრამ კანის მბზინვარებას დასჭირდება ცოტა მეტი დრო.
8) თავს იგრძნობთ ახალგაზრდად
თუ თქვენ დაიღალეთ სტაფილოს ჭამით, იმ იმედით, რომ შეინარჩუნებთ მხედველობას, ქოქოსის წყალი შესაძლოა იყოს გამოსავალი. ქოქოსის წყალს გააჩნია უნარი გააუმჯობესოს მხედველობის პრობლემები, როგორიცაა გლაუკომა და კატარაქტა. ქოქოსის წყლის სმით თქვენ გახდებით უფრო ენერგიულები, ინფარქტის და ინსულტის რისკი შემცირდება და უჯრედოვან დონეზე დაბერების პროცესი შენელდება.

coconut-water

Facebook კომენტარები