ფოტოები, რომელთა გაგრძელება თქვენი წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული და მოლოდინის შეგრძნებას დაგიტოვებთ

ჟურნალ Kinfolk-ის ფოტოგრაფ აარონ თილის (Aaron Tilley) და დირექტორ კაილი ბინს (Kyle Bean) სთხოვეს ფოტოებით ეჩვენებინათ ადამიანის განცდების ის მომენტი, როდესაც რაღაც საშინელი აუცილებლად უნდა მოხდეს.
პროექტი ხაზს უსვამს კურიოზულ კავშირს – რას აღიქვამს გონება და როგორ რეაგირებს სხეული. მოლოდინი იწვევს სხეულში ადრენალინის გამოყოფას, მაშინაც კი, როდესაც სინამდვილეში არაფერი ხდება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს რეაქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული „შეუტიე ან გაიქეცის“ მექანიზმთან, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების ცხოვრებაში იყო მნიშვნელოვანი გარე სამყაროს საფრთხეებთან გამკლავებისას.
ნახეთ ქვემოთ მოცემული სურათები. შეძლეს ფოტოგრაფებმა დავალების შესრულება თუ არა? ფოტოები შექმნილია ისე, რომ გამოიწვიოს შფოთვის შეგრძნება და დისკომფორტი. ეს შედეგი კი მიიღწევა მაშინ, როცა ჩვენი გონებით ვახდენთ კატასტროფული მოვლენის წინასწარმეტყველებას, რომელიც ეს-ესაა უნდა მოხდეს. იგრძენით დისკომფორტი?

1

2

3

4

5

6

 

Facebook კომენტარები