საფრანგეთის თოვლიანი ალპების ფერდობზე დახატული პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ უზარმაზარი გამოსახულება ერთი ადამიანის ხელების, უფრო სწორედ კი ფეხების, ქმნილებაა.
ბრიტანელმა მხატვარმა საიმონ ბექმა შექმნა მგლის უზარმაზარი თავი თოვლზე მხოლოდ ტერფების გამოყენებით და ამაში მას 13 საათი დასჭირდა. ხაზების მიმართულებას მხატვარი კომპასის დახმარებით განსაზღვრავდა. მხატვრის „შედევრები“ შესაძლოა მომდევნო თოვამ რამდენიმე წუთში გაანადგუროს, მაგრამ ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში ისინი დაახლოებით ერთ კვირამდე გაძლებენ.
საიმონის საკმაოდ დიდი ნახატი შესანიშნავად გამოიყურება. თავად დარწმუნდით ამაში.
Facebook კომენტარები