გორილა-ბალერინა… ძალიან სასაცილო მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ საერთო წინაპარი გვყავდა

ლოუპი პრიმატია, რომელიც ისე თავდავიწყებით ცეკვავს, რომ ირგვლივ არავინ და არაფერი აინტერესებს. მართალია, ახალგაზრდა გორილებისთვის ბუნებრივია ამგვარი თამაში, მაგრამ რასაც ლოუპი აკეთებს, თამაშზე მეტია. სამი წლის გორილა სრულყოფილი თანმიმდევრობით ტრიალებს თავისი გალიის გარშემო.
ლოუპის საბალეტო მოძრაობები ვიდეოზე აღბეჭდა ჰელენ ფეარჰედმა, ლესტერშირში (დიდი ბრიტანეთი) თვაიქროსის ზოოპარკში ვიზიტისას. ზოოპარკის ადამიანისებრი მაიმუნების ჯგუფის ხელმძღვანელი, საიმონ ჩაილდსი, ამბობს, რომ ლოუპის ქმედება ახალი არაა – „თვაიქროსის ზოოპარკის სტუმრებს ხშირად შეუძლიათ ლოუპის ამგავრი თამაშის ნახვა. მხიარულ ხასიათზე ყოფნისას, ზრდასრული გორილებიც შეიძლება იხილოთ ამგვარ ვითარებაში“.
ამ ვიდეოში დაფიქსირებულ ბალერინას ელეგანტურ მოძრაობებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ ლოუპს ცეკვის ნიჭი აქვს.
Facebook კომენტარები