ინსტრუმენტების გარეშე შესრულებული „Hotel California“… ამ 6-მა ბიჭმა მოლოდინს გადააჭარბა

„Hotel California“ ჯგუფ „Eagles“-ის მიერ შესრულებული, საკმაოდ ცნობადი კლასიკური სიმღერაა, გიტარის ტკბილი ჰანგებითა და დონ ჰენლის დამამშვიდებელი ვოკალური სტილით. მაგრამ ამ ბიჭებმა – “Cubanos Acapella”-დან როგორღაც მოახერხეს სიმღერის ახალ დონეზე აყვანა – შესრულება ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე.
მხოლოდ მათი ექვსი ხმის გამოყენებით, მომღერლები ქმნიან ინსტრუმენტულ ჰანგებს, რომლებიც სიმღერის ორიგინალში გამოყენებული გიტარის, დასარტყამი ინსტრუმენტისა და ბასების მსგავსია. საოცარია, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ხმებს ერთად, ხოლო როდესაც წითელ პერანგიანი ბიჭი ვოკალური გიტარის სოლოს შეასრულებს, თქვენ შოკირებული დარჩებით.
Facebook კომენტარები