ფოტოგრაფ ფელიქს ჰერნანდესისთვის ფოტოს გადაღება უფრო მეტია, ვიდრე იმის აღწერა, რაც მის წინ არის. მას ასევე სურს იმის გამოხატვა, რაც მის შიგნითაა.
„ბავშვობიდანვე საათობით ვრჩებოდი ოთახში მარტო ჩემს სათამაშოებთან ერთად. ახლა, როცა გავიზარდე, გავაცნობიერე, რომ არასოდეს შემიწყვეტია თამაში და ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ ახლა ფოტოაპარატი მიჭირავს“, – წერს ჰერნანდესი.
ფოტოგრაფი მცირე ზომის მოდელებსა და სპეციალურ ეფექტებს იყენებს საოცარი მინიატურული სცენების შესაქმნელად, რომლებიც ნამდვილივით გამოიყურება ფოტოაპარატში. მისი ნამუშევარი ტექნიკურად შთამბეჭდავია და სახალისო საყურებელია. ქვემოთ იხილეთ ზოგიერთი ეპიკური სცენა (და თუ როგორ ქმნის მათ ჰერნანდესი).
1„მასშტაბი ჩემი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. თუ გსურთ თქვენი მასშტაბირებული მოდელებისთვის (სათამაშოებისთვის) „რეალიზმის“ შეგრძნების მინიჭება, დაგჭირდებათ თქვენი ფოტოაპარატით მიახლოვება“
2ჰერნანდესი 24-105 მმ ლინზებით იღებს ფოტოებს, რაც ეხმარება მას თავისი მინიატურული სუბიექტების სიმკვეთრის მეტი სიღრმის უზრუნველყოფაში
3შემდეგ ის უღებს მათ ფოტოებს ისევე, როგორც ნებისმიერი ფოტოგრაფი გადაუღებდა პროდუქტს რეკლამისთვის (მხოლოდ გაცილებით მცირე მასშტაბით)
4ამ მინიატურების ფოტოებთან დაკავშირებით ყველაზე მაგარი ისაა, რომ ის მათ უქმნის რეალისტურ გარემოს პოზირებისთვის
5და ისინი მართლაც გამოიყურებიან ფილმის ეპიკური სცენებივით. ერთი შეხედვით, სრულიად ვერ გააცნობიერებთ, რომ ეს სათამაშოა
6ის იყენებს ფოტოშოპს, განსაკუთრებით იმ ფოტოებში, სადაც მოძრაობის ეფექტის შექმნაა საჭირო
7„ჩემი მცირემასშტაბიანი ფოტოგრაფია უბრალოდ თამაშისა და ტექნიკური ფოტოგრაფიის ნარევია“, – წერს ჰერნანდესი. „ყველაზე რთული ნაწილი ჩვენს გონებასა და ჩვენს გულებშია – დავრჩეთ ბავშვურები, სულელები და მეოცნებენი“
Facebook კომენტარები