სკანდალური სასცენო იმიჯით ცნობილი მუსიკოსის კეთილშობილი საქციელი

მერილინ მენსონი ცნობილია მეტსახელით „ჯოჯოხეთის მეფე“, მაგრამ როგორც ჩანს მას ოქროს გული აქვს. 2000 წელს მუსიკოსმა სახლში მოინახულა მოზარდი, რომელსაც სიმსივნეს ტერმინალური სტადია ჰქონდა. მენსონმა ბიჭუნას უამრავი სამახსოვრო ნივთი მოუტანა და რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩა მის სახლში. მათ ისაუბრეს, ვიდეოთამაშები ითამაშეს, გიტარაზე დაუკრეს და კომიქსები წაიკითხეს. ბიჭი სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვალების მომენტში მერილინ მენსონის მაისური ეცვა.
Facebook კომენტარები