მან 669 ბავშვი გადაარჩინა და ამის შესახებ არავინ იცოდა

sir_nicholas_winton
სერ ნიკოლას ვინტონი (1909–2015) იყო ბრიტანელი ჰუმანისტი, რომელმაც ორგანიზება გაუწია ებრაელი ბავშვების გადარჩენის ოპერაციას მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში. ოპერაცია Kindertransport-ის შედეგად სერ ნიკოლას ვინტონმა 1938-1939 წლებში 669 ებრაელი ჩეხოსლოვაკი ბავშვი ნაცისტური ბანაკებისგან გადაარჩინა და ისინი უსაფრთხო ადგილას, დიდ ბრიტანეთში გადაიყვანა.
ომის დამთავრების შემდეგ არავინ იცოდა მისი ამ კეთილშობილი საქციელის შესახებ. 1988 წელს ვინტონის ცოლმა, გრეტამ აღმოაჩინა მეუღლის 1939 წლის ალბომი, სადაც იპოვა სია, რომელშიც ყველა გადარჩენილი ბავშვის სურათი და სახელი იყო.
ეს არის ვიდეო სადაც სერ ნიკოლას ვინტონი ზის იმ დარბაზში, სადაც მის მიერ 50 წლის წინ გადარჩენილი ებრაელი ჩეხოსლოვაკები სხედან და მან ამის შესახებ არაფერი იცის.

 

Facebook კომენტარები