ოქროს ბურთის მფლობელი, რომელიც უდიდესი ოქროს გულის პატრონია!

2014 წლის მარტში ერთმა ოჯახმა კრიშტიანუ რონალდუს მისწერა წერილი, რომელშიც ფეხბურთელს ბუცებსა და მაისურის გამოგზავნას სთხოვდა მისივე ავტოგრაფით. მათ ეს ნივთები აუქციონზე გასაყიდად, ხოლო მიღებული თანხა 10 თვის შვილის ოპერაციის ასანაზღაურებლად ესაჭიროებოდათ.
პატარას ოპერაცია სჭირდებოდა, რომ გადარჩენილიყო და ეცოცხლა, ხოლო ოპერაციის საფასური 66.000 ევროს შეადგენდა.
ფეხბურთელმა „ცოტა მეტი“ გააკეთა, ვიდრე მას სთხოვდნენ:
კრიშტიანუმ მათ გაუგზავნა ავტოგრაფიანი ბუცები, მაისური და ასევე 66.000 ევროს ღირებულების ჩეკი.
იხილეთ ქვემოთ მითითებულ სურათზე, როგორ თამაშობს კრიშტიანუს მიერ გადარჩენილი პატარა, ფეხბურთელის მიერ გამოგზავნილი ბუცებით ავტოგრაფიანი მაისურის ფონზე.
good_boy_cristiano_ronaldo_gold_heart

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები