8 მოულოდნელი მაგალითი იმისა, თუ რას აკეთებენ მეფეები და პრეზიდენტები თავისუფალ დროს

ბევრ ჩვენგანს ჰგონია, რომ სახელმწიფოების მეთაურები რამე განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობენ, რომელიც საერთოდ არ ჰგავს იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები ვცხოვრობთ. მაგრამ, მმართველებსაც აქვთ საკუთარი გატაცებები, რომლებსაც ისინი თავისუფალ დროს უთმობენ.

 

ნიდერლანდების მეფე პილოტად მუშაობს

a_weird_hobby_of_modern_kings_1

ნიდერლანდების ახლანდელი მმართველი, მეფე ვილემ-ალექსანდრე, უკვე 20 წელიწადზე მეტია საიდუმლოდ მუშაობს პილოტად. თვეში მინიმუმ 2-ჯერ ის ახორციელებს ფრენებს, როგორც მცირე ბორტზე, ასევე ლაინერებზე. მონარქი აღნიშნავს, რომ ჰობი, რომელსაც პირადად მისთვის ცაში ფრენა წარმოადგენს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.

 

 

დანიის დედოფალი მხატვარია

a_weird_hobby_of_modern_kings_2

დანიის დედოფალი მარგრეტე II, რომელიც ტახტზე 31 წლისა ასაკში ავიდა, ხატვით არის გატაცებული. მის ფუნჯს ეკუთვნის რომანი-ეპოპეის „ბეჭდების მბრძანებლის“ ილუსტრაციათა ციკლი, საფოსტო მარკების ესკიზები, კოსტიუმები და დეკორაციები უამრავი თეატრალური დადგმისთვის. დედოფლის ნამუშევრების გამოფენები ტარდება როგორც დანიაში, ასევე საზღვარგარეთ.

 

 

პრინცი ჩარლზი ორგანულ მიწათმოქმედებას ავითარებს

a_weird_hobby_of_modern_kings_3

ცნობილია, რომ პრინცი ჩარლზი ფლორისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა. თავის საგვარეულო მამულში ის ორგანული მიწათმოქმედების იდეებს ნერგავს. ზოგჯერ ატარებს აქციებს, რომლებიც ბუნებისადმი გონივრულ დამოკიდებულებისკენ და ზრუნვისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთ ინტერვიუში დედოფლის ვაჟიშვილმა განაცხადა, რომ ის საუბრობს საკუთარ მცენარეებთან, ისინი კი ზოგჯერ პასუხობენ კიდეც. პრინცის აზრით, მცენარეებთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

ნორვეგიის მეფე იახტინგზე გიჟდება

a_weird_hobby_of_modern_kings_4

ნორვეგიული მონარქის გატაცებას იახტები და საიალქნო სპორტი წარმოადგენს. ის აქტიური მონაწილე იყო რამდენიმე ოლიმპიურ თამაშში და ასევე მსოფლიო და ევროპულ ჩემპიონატებშიც უცდია ბედი. უკვე 68 წლის ასაკში მეფემ გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, საკუთარ გუნდთან ერთად, გამარჯვება მოიპოვა ევროპულ შეჯიბრში, შვეციაში.
სავარაუდოდ, ამ სპორტისადმი სიყვარული ჰარალდს გადაეცა მამისგან, რომელიც 1928 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

 

 

იორდანიის მეფე კინო გადაღებებში იღებს მონაწილეობას

a_weird_hobby_of_modern_kings_5

იორდანიის მმართველმა, აბდალა II, 1995 წელს საკულტო როლი ითამაშა სერიალში „ვარსკვლავური გზა“. ის ასევე სხვა ფილმებში, სერიალებსა და სატელევიზიო შოუებში არის გადაღებული, მაგრამ მეფის სიყვარული კინემატოგრაფისადმი მხოლოდ გადაღებებით არ შემოიფარგლება. მისი მმართველობის პერიოდში დაფუძნებულ იქნა კინემატოგრაფისტთა სამეფო საზოგადოება და კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა ინსტიტუტი, ხოლო 2016 წელს, პირველად ისტორიაში, ამ ქვეყნის ფილმმა ნომინაცია მოიპოვა ოსკარის დაჯილდოებაზე.

 

 

მონაკოს პრინცმა ორგანიზება გაუწია ექსპედიციას ჩრდილოეთ პოლუსზე

a_weird_hobby_of_modern_kings_6

მონაკოს მოქმედი პრინცი, ალბერ II, პირველი მონარქი გახდა, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზეა ნამყოფი. მან 2006 წელს ექსპედიციას გაუწია ორგანიზება იმისათვის, რომ თავისი დიდი ბაბუის საქმე გაეგრძელებინა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინ იყო დაწყებული. პრინცი იმავე ადგილებს ესტუმრა, რომელსაც – მისი წინაპარი. მან გადაიღო ფოტოები და შეადარა ისინი იმ ფოტოებს, რომლებიც ერთი საუკუნის წინ იყო გადაღებული, მან დაამტკიცა, რომ ასწლეულის განმავლობაში მყინვარეებმა 3-6 კილომეტრით უკან დაიხია.

 

 

რომის პაპმა როკ-ალბომი გამოუშვა

a_weird_hobby_of_modern_kings_7

რომის პაპმა, ფრანცისკმა, 2015 წელს გამოუშვა როკ-ალბომი, რომელშიც 11 სიმღერა შედის ყველა სიმღერის შინაარსი ბიბლიური ტექსტითაა შედგენილი და მშვიდობის შენარჩუნებისა და ურთიერთდახმარებისაკენ მოუწოდებს. და ეს არ არის პონტიფიკის პირველი არასტანდარტული საქციელი. მაგალითად, მან აღთქმა დადო, არ უყუროს ტელეგადაცემებს და ამავე დროს აქტიურად იყენებს ინტერნეტს, პროფილები კი აქვს არა მხოლოდ Instagram-ში, არამედ Twitter-შიც.

 

 

ინდონეზიის პრეზიდენტს YouTube არხი მიჰყავს

a_weird_hobby_of_modern_kings_8_1

ინდონეზიის მეთაურს, ჯოკო ვიდოდოს, 2015 წლიდან YouTube არხი მიჰყავს, სადაც აქვეყნებს როგორც ოფიციალური ხასიათის ვიდეორგოლებს, ასევე არაოფიციალური ხასიათის მქონე ვიდეორგოლებს, ზოგიერთი მათგანი ვირუსულიც კი ხდება. ასევე პრეზიდენტს სოციალურ ქსელებში პროფილები აქვს, რომლებსაც დაახლოებით 10 000 000 გამომწერი ჰყავს. შეიძლება, სწორედ სოციალურ ქსელში აქტიურობა უწყობდეს ხელს მის პოპულარობას. ამ მეთოდს უკვე „ჯოკოვის ეფექტს“ უწოდებენ.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები