როგორ შევარჩიოთ კარგი საზამთრო? 7 ხრიკი, რომლებიც ფერმერებმა გაგვიმხილეს

საზამთრო… ყველას უყვარს ეს უზარმაზარი ვარდისფერ-ზურმუხტისფერი კენკრა. ზოგჯერ ჩვენ გვგონია, რომ კარგი საზამთროს შერჩევა რთულია და ეს მხოლოდ, გამოცდილ მიწათმოქმედებს შეუძლიათ. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულია. ამ ზოლებიანი ნაყოფის სიმწიფის გამოცნობა განსაკუთრებული ცოდნისა და გაჭრის გარეშეც მარტივია.
ZIVAVA-მ გადაწყვიტა თქვენთვის გაემხილა ის ხრიკები, რომელთა დახმარებითაც ტკბილ და წვნიან საზამთროს სხვა დანარჩენისგან მარტივად განასხვავებთ.

 

მიწის ნადები ლაქის მიხედვით

how_to_choose_a_good_watermelon_1

ყვითელი ლაქა (ანუ მიწის ნადები) – ეს ის ადგილია, რომლითაც საზამთრო მიწაზე იდო მომწიფების პერიოდში. მწიფე ნაყოფს ეს ლაქა წაბლისფერ-მოყვითალო ან ნარინჯისფერ-მოყვითალოც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში – თეთრი.

„ფუტკრის ქსელის“ მიხედვით

how_to_choose_a_good_watermelon_2

ეს შესახედავად არც ისე ლამაზი ყავისფერი ლაქები იმაზე მეტყველებს, რომ ფუტკრები დამტვერვის დროს ხშირად ეხებოდნენ ნაყოფის ნასკვს. რაც უფრო ხშირად ხდებოდა დამტვერვა, მით უფრო გემრიელია საზამთრო.

 

„ბიჭია“ თუ „გოგო“?

how_to_choose_a_good_watermelon_3

მებაღეები საზამთროს ნაყოფს „ბიჭებად“ და „გოგოებად“ ყოფენ. „ბიჭებს“ უფრო მოგრძო ფორმა და ნაკლებად ტკბილი გემო აქვთ, „გოგოები“ კი უფრო მრგვალები და ძალიან ტკბილები არიან.

 

წონითა და მოცულობით

how_to_choose_a_good_watermelon_4

სჯობს შეარჩიოთ არც ყველაზე დიდი და არც ყველაზე პატარა საზამთრო. ოპტიმალურია საშუალო ზომის საზამთრო – 7-დან 10 კილოგრამამდე. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ კარგი საზამთრო ყოველთვის საკმაოდ მძიმეა, მის ზომასთან შედარებით.

 

ყუნწის მიხედვით

how_to_choose_a_good_watermelon_5

კარგ, მომწიფებულ ნაყოფს ყუნწი ზომიერად ყვითელი და გამხმარი უნდა ჰქონდეს. გამხმარი ყუნწი ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ საზამთრო საკმარისად დამწიფდა, ხოლო თუ ყუნწი მწვანე და ნორჩია, ნაყოფი ჯერ არ დამწიფებულა. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზედმეტად გამხმარი ყუნწი მიუთითებს იმაზე, რომ, შესაძლოა, საზამთრო დიდი ხნის მოწყვეტილია და დიდი ხანია ინახება, ამას საზამთროს ზედაპირზეც შეატყობთ.

 

ხმის მიხედვით

how_to_choose_a_good_watermelon_6

ხელის დარტყმისას მწიფე საზამთრო ზამბარისებურ რეაქციას იძლევა, უფრო გრუხუნა და კარგად გასაგონი ხმა აქვს, თუ იგი ყრუ ხმას გამოსცემს, გამოდის, რომ ის არ არის მწიფე. ასევე, თუ ხელის მოჭერისას მსუბუქი სკდომის ხმა შემოგესმათ – ესე იგი მწიფეა!

 

საზამთროს გარეგნული იერსახე

how_to_choose_a_good_watermelon_7

მწიფე საზამთროს ზოლები მაქსიმალურად კონტრასტული უნდა იყოს, თავად კანი – მკვრივი და პრიალა. თუ საზამთრო მწიფე არ არის, მისი კანი რბილი იქნება.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები