რეცხვის 5 საიდუმლო, რომლებიც 5* სასტუმროების თანამშრომლებმა გაგვიმხილეს

ZIVAVA გაგიმხელთ რეცხვის საიდუმლო ხრიკებს, რომლებსაც სასტუმროს სამრეცხაოების თანამშრომლები იყენებენ, სარეცხისთვის უმწიკვლო იერსახის მისანიჭებლად.

 

 

1. სარეცხი მანქანის ჩატვირთვა

სარეცხი მანქანის ჩატვირთვა

 

იდეალური ვარიანტი – მანქანა 80%-ით უნდა დაიტვირთოს. თუ სარეცხ მანქანაში ზედმეტ თეთრეულს ჩატვრითავთ, ის სათანადოდ არ გაირეცხება. თუმცა, არც ძალიან ცოტა სარეცხის ჩატვირთვაა კარგი, რადგან უფრო მალე გაცვდება მექანიკური ზემოქმედების გამო.

 

 

2. წყლის ტემპერატურა

წყლის ტემპერატურა

 

ცივი წყალი ბაქტერიებსა და მტვრის ტკიპებს ვერ ანადგურებს, ცხელი წყალი კი ნაჭერს ავნებს. ამიტომ დეზინფექციისთვის და ჭუჭყის მოსაცილებლად ოპტიმალურ ტემპერატურად 40-60°С ითვლება.

 

 

3. სარეცხი საშუალებები

სარეცხი საშუალებები

 

დროთა განმავლობაში სარეცხი ფხვნილი კონდიციონერით პირსახოცებს უხეშს ხდის და ლაქებსაც ტოვებს. ამიტომ სასტუმროს თანამშრომლები თეთრ ძმარს იყენებენ. გავლების დროს დაამატეთ 100 მლ თეთრი ძმარი, იმისათვის რომ სარეცხი დარბილდეს და ლაქებიც არ დარჩეს.

 

 

4. ლაქებთან ბრძოლა

ლაქებთან ბრძოლა

 

ზეთის ახალ ლაქებს დააყარეთ შაქრის შემცვლელი ან სახამებელი, შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ სარეცხი.
ტომატის წვენისა და სოუსის ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ პრეპარატი WD-40. წაუსვით ლაქას და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ცივ წყალში.
თეთრი ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების მოსაცილებლად, გამოიყენეთ წინასწარი რეცხვა ნებისმიერი სარეცხი საშუალების გამოყენებით 40°С რეჟიმზე, შემდეგ კი აამოქმედეთ რეცხვის ციკლი მათეთრებლის დამატებით.

 

ლაქებთან ბრძოლა, მარილიან წყალი

 

თუ სარეცხს, ერთი საათით, მარილიან წყალში დატოვებთ (1 სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე), შემდეგ კი დარეცხავთ, შეძლებთ ყავისა და ღვინის ლაქების მოშორებას.
სოდა დაგეხმარებათ თეთრი ტანსაცმლიდან სიყვითლის მოშორებაში და დაგიხსნით არასასიამოვნო სუნისგან. დაუმატეთ სარეცხ ფხვნილს ან სარეცხ საპონს საზომი ჭიქის ნახევარი სოდა და დარეცხეთ ტანსაცმელი ცხელ წყალში.

 

 

5. გაშრობა

laundry_secrets_shared_by_5_star_hotels_6

 

ექსპერტების რეკომენდაციით სარეცხი, შეძლებისდაგვარად, ღია ჰაერზე, მზის სხივების ქვეშ უნდა გააშროთ. თუ იძულებული ხართ საშრობი გამოიყენოთ, მოათავსეთ ჩოგბურთის ბურთი სარეცხთან ერთად, იმისათვის, რომ პირსახოცები ფუმფულა გახდეს.

 

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები