როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მამაკაცების ცოლები?

გავრცელებულია აზრი, რომ მილიარდერების ცოლები აუცილებლად გრძელფეხება ლამაზმანები არიან, რომლებსაც სილამაზის სალონებში და სხვადასხვა წვეულებებზე სიარულის გარდა სხვა საქმე არ აქვთ. რამდენად სწორია ეს აზრი?
გადავწყვიტეთ მითის დამსხვრევა, რომლითაც მჭიდროდ არის მოცული მილიარდერის რჩეული ქალბატონის სახე.

1მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

მარკ ცუკერბერგის ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 50 მილიარდ დოლარს აღემატება. თავისი მომავალი ცოლი მარკმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გაიცნო, ჰარვარდში. ის ყოველთვის გვერდში ედგა მას ყველა წამოწყებაში და სოციალური ქსელების შექმნის იდეის წარმატების სჯეროდა. ისინი 2012 წლის 19 მაისს დაქორწინდნენ. ქორწილის ცერემონია მყუდროდ, საკუთარი სახლის უკანა ეზოში მოაწყვეს. ხოლო 2015 წლის 2 დეკემბერს მარკს და პრისცილას ქალიშვილი შეეძინათ.

2უორენ ბაფეტი და ასტრიდ მენკსი

უორენ ბაფეტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორია. მისი ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 70 მილიარდ დოლარს აღემატება. ასტრიდი მან 70-იან წლებში გაიცნო, ის მაშინ ოფიციანტად მუშაობდა. შეყვარებულებს შორის სხვაობა ასაკში – 16 წელია. აი რას ნიშნავს – „სიყვარულმა ასაკი არ იცისო“.

3ბილ და მელინდა გეიტსები

ბილ გეიტსის ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 80 მილიარდ დოლარს აღემატება. თავისი მომავალი მეუღლე ბილმა 80-იანი წლების ბოლოს გაიცნო, „მაიკროსოფტის“ ერთ-ერთ კონფერენციაზე. ის კომპანიის თანამშრომელი გახლდათ. შეყვარებულები 1994 წელს დაქორწინდნენ. ახლა ბილი და მელინდა სამ შვილს ზრდიან. მეუღლეებმა ასევე ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ფონდი დაარსეს.

4ლარი პეიჯი და ლუსინდა საუთვორთი

ლარი პეიჯი Google-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. მისი ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 30 მილიარდ დოლარს აღემატება. მის მეუღლეზე, რომელიც ლარიზე 7 წლით არის უმცროსი, არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი. ის ცდილობს დაემალოს საზოგადოების ყურადღებას. ცნობილია, რომ ქორწინება შედგა მხოლოდ რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ.

5ჯეფ და მაკენზი ბეზოსები

ჯეფ ბეზოსი კომპანია Amazon-ის დამფუძნებელია. მისი ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 60 მილიარდ დოლარს აღემატება. მომავალი მეუღლე მან 1992 წელს გაიცნო. როგორც მაკენზი ამერიკულ Vogue-ს ინტერვიუში უყვებოდა: „ჩვენი ოფისები გვერდიგვერდ იყო განლაგებული, მთელი დღის განმავლობაში მე მისი საოცარი სიცილი მესმოდა. როგორ შეიძლებოდა არ შემყვარებოდა?“ ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ, ახლა წყვილს უკვე 4 შვილი ჰყავს.

6რიჩარდ და ჯოან ბრენსონები

კომპანია Virgin Group დამფუძნებლის ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მომავალ მეუღლეს რიჩარდი ანტიკვარულ მაღაზიაში შეხვდა, შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის გათხოვილი იყო, ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა მისი გულის დაპყრობას. შედეგად, ჯოანმა ქმარი მიატოვა და საცხოვრებლად გადმობარგდა დაჟინებულ თაყვანისმცემელთან. წყვილს ორი შვილი ჰყავს – ქალიშვილი ჰოლი, და ვაჟიშვილი სემი.

7ამანსიო ორტეგა და ფლორა პერეს მარკოტე

მოდის ინდუსტრიაში უმსხვილესი კომპანიების ჯგუფის Inditex-ის დამფუძნებლის ქონება, რომლის კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Pull & Bear, Stradivarius, Bershka, Oysho, Uterque და Lefties, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 70 მილიარდ დოლარს აღემატება. ფლორა დიდი ხნის განმავლობაში ამანსიოს მდივნად მუშაობდა, ხოლო 2001 წელს ისინი დაქორწინდნენ.

8სტეფან და კაროლინ პერსონები

H&M-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, თითქმის 20 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მისი მეუღლე, კაროლინი, ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. ის ცდილობს მისი სახელი არ გაჟღერდეს პრესაში და ინტერნეტში. ცნობილია, რომ მეუღლეებს სამი შვილი ჰყავთ და საკმაოდ უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ, პომპეზურობის გარეშე.

9ბერნარ არნო და ელენ მერსიე

Dior, Givenchy, Selin, Lacroix, Kenzo, Guerlain, Sefora, Hennessy, Moёt & Chandon, Dom Perignon, Pommery, Veuve Clicquot და Krug-ის მოდის სახლების მეპატრონის ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 30 მილიარდ დოლარს აღემატება. მეუღლეები მუსიკამ დააკავშირა: ბერნარი კლასიკური კომპოზიციების მოსმენის მოყვარული, ხოლო ელენი პროფესიონალი პიანისტია. წყვილი 1991 წლიდან არის დაქორწინებული. მეუღლეებს ხუთი შვილი ჰყავთ – ორი ბერნარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს და სამი მას ელენმა აჩუქა.

10მაიკლ და სიუზან დელები

მაიკლის ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 20 მილიარდ დოლარს აღემატება. მომავალი მეუღლე მან ბრმა პაემანებზე გაიცნო. სიუზანი პროფესიონალი სპორტსმენი იყო და ტრიატლონის ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატშიც კი აქვს მონაწილეობა მიღებული. ტანადმა ქერა ლამაზმანმა, რომელიც კარგად ცურვასთან ერთად, ასევე კარგად ველოსიპედის პედალს ატრიალებდა და დარბოდა, დეილის გული დაიპყრო. ახლა წყვილი ოთხ შვილს ზრდის.

11მაიკლ ბლუმბერგი და დიანა ტეილორი

მაიკლ ბლუმბერგი – პოლიტიკოსი, მეწარმე და ნიუ-იორკის ყოფილი მერია. მისი ქონება, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, 40 მილიარდ დოლარს აღემატება. პირველ ცოლს ის გაშორდა, ხოლო დიანასთან სამოქალაქო ქორწინებაში 2000 წლიდან ცხოვრობს. წყვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ქორწინების ოფიციალურად დარეგისტრირების აზრს.

12დევიდ და ჯულია კოხები

დევიდ კოხი – კორპორაციის მფლობელია, რომლის საქმიანობას წარმოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, ნავთობის გადამუშავება, ქიმიური წარმოება, ხელოვნური ბოჭკო და პლასტმასი წარმოადგენს. მისი ქონება 2016, წლის ნოემბრის მონაცემებით, 40 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. ისინი 20 წლის წინ დაქორწინდნენ და ახლა სამ შვილს ზრდიან. ჯულია იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე და მთელ დროს ოჯახსა და კოხების საქველმოქმედო ფონდს უთმობს.

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ

 

Facebook კომენტარები