არაჩვეულებრივი ისტორია ჯოან როულინგზე და ლეიკემიით დაავადებულ გოგონაზე

ჰარი პოტერის წიგნის პერსონაჟმა – ნატალი მაკდონალდმა, თავისი სახელი რეალური გოგონას სამახსოვროდ მიიღო, რომელმაც ჯოან როულინგს წერილი მისწერა. ნატალი ლეიკემიით იყო დაავადებული და ეშინოდა, რომ ვერ იცოცხლებდა წიგნის „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის“ გამოსვლამდე. მას ძალიან უნდოდა გაეგო, რა შეემთხვეოდა ჰარის ახალ წიგნში და სთხოვა მწერალს ამის მოყოლა. ჯოანი ძალიან კეთილი ქალია და უპასუხა გოგონას, მაგრამ იგი ერთი დღით ადრე გარდაიცვალა და სამწუხაროდ ვერ გაიგო, თუ რა შეემთხვა ჰარის. მწერალმა წიგნის ერთ-ერთ გმირს გოგონას სახელი დაარქვა და იგი გრიფინდორის პირველკურსელი გახადა. ჯოანმა გოგონას მშობლებიც მოინახულა და მათ აჩუქა წიგნი საკუთარი ავტოგრაფით.
Facebook კომენტარები