რით დაიმსახურა „დომინოს პიცის“ მოყვარულმა უფასო პიცა ერთი წლის განმავლობაში?

მაიკ ვეგასი მუშაობს ბარმენად სან-ფრანცისკოში. სამსახურში წასვლამდე მამაკაცმა შეუკვეთა პიცა და ფრთები. „დომინოს პიცამ“ ყუთებში შეკვეთა მიუტანა. მან მიირთვა პიცა, ხოლო ფრთები მაცივარში შეინახა იმისთვის, რომ ღამის ცვლიდან დაბრუნებულს ეჭამა. როდესაც ის სახლში დაბრუნდა დილის 5 საათზე, გამოიღო წიწილის ფრთები მაცივრიდან და გაოგნებული დარჩა, როდესაც კოლოფში, შეკვეთილი წიწილის ფრთების ნაცვლად, $1,299 აღმოაჩინა.

Dominos

მაიკმა შეამოწმა გამოტოვებული ზარები და მიხვდა, რომ სასოწარკვეთილ პიცის მიმტანს უამრავჯერ ჰქონდა დანარეკი მისთვის, რომ ეპოვა დაკარგული ფული, მაგრამ ის სამსახურში იყო და შესაბამისად ზარებისთვის არ უპასუხია.
მაიკმა განათავსა სურათი Facebook-ზე, სადაც ნაჩვენები იყო 2 ქვითარი, რომლებშიც ფული იყო გახვეული. ერთ ქვითარში $666, ხოლო მეორეში $633.
მან გადაწყვიტა სწორედ მოქცეულიყო და დაუბრუნა ფული „დომინოს პიცას“. მათ კი ამ საქციელის სანაცვლოდ აჩუქეს ვეგასს უფასო პიცა ერთი წლის განმავლობაში!

მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…

 

Facebook კომენტარები