კოლინ ფარელის მიერ გაღებულმა სიკეთემ უსახლკარო ადამიანის ცხოვრება შეცვალა

ტორონტოში ფილმი „რეკრუტის“ გადაღების დროს რადიოწამყვანმა კონკურსი გამოაცხადა და თქვა, რომ 1000 დოლარს მისცემდა ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოახერხებდა მის რადიოსადგურში კოლინ ფარელის მიყვანას.
ამ კონკურსმა ძალიან გაანაწყენა კოლინი, რადგან მან ეს მის პირად ცხოვრებაში ჩარევად ჩათვალა. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა უსახლკარო მამაკაცთან, დეივთან, გარიგება დაედო და მიაყვანინა საკუთარი თავი რადიოსადგურში იმისათვის, რომ დეივს შესძლებოდა 1000 დოლარის მიღება.
რამდენიმე წლის შემდეგ კოლინი დაბრუნდა ტორონტოში და დეივი მოძებნა. ეს შემთხვევა საბოლოოდ დაეხმარა დეივს საკუთარი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლაში და ფეხზე დადგომაში.
Facebook კომენტარები