ჯგუფი „მეტალიკას“ წევრების საოცარი საქციელი. სიკეთე არ არის მხოლოდ თანხის გაღება

მარგარეტმა, 85 წლის ქალმა, ჯგუფი „მეტალიკას“ ყურადღება 2009 წელს მიიქცია, როდესაც გამოაშკარავდა ისტორია იმის შესახებ, რომ ქალის ღრმა რწმენით ჯგუფის მუსიკა მას სიმსივნესთან ბრძოლაში დაეხმარა. ჯგუფის წევრებმა მარგარეტი დაპატიჟეს თავის კონცერტზე, რომელზეც ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, და სცენაზე გამოსვლის წინ 85 წლის ქალი კულისებში შეიყვანეს. „მეტალიკას“ თითოეულმა წევრმა თავისი წილი ყურადღება გამოავლინა ქალის მიმართ, ხოლო შოუს მსვლელობისას ჯგუფის სოლისტმა ჯეიმს ჰეტფილდმა (James Hetfield) მარგარეტს მიუძღვნა სიმღერა „Nothing Else Matters“.
Facebook კომენტარები