როგორც წესი, ოფისების თანამშრომლები შესვენების დროს სადილისთვის, ჭორაობისთვის ან უბრალოდ სასეირნოდ იყენებენ. ამ თანამშრომელმა გადაწყვიტა შესვენების დრო გამოგონებისთვის დაეთმო. მამაკაცი შთააგონა ვიდეომ გაჯეტის შესახებ და მან გადაწყვიტა გამოგონების დუბლირება.
YouTube-ის მომხმარებელმა Rcbif-მა გაჯეტის ასაწყობად გამოიყენა საკანცელარიო ნივთები, როგორიცაა ფანქრები, სამაგრები, რეზინები და ბურთულიანი სამაგრები, რათა სიცოცხლე შთაებერა თავისი გამოგონებისთვის. Rcbif-მა ასევე აიღო მუყაოს ყუთი საყრდენად და ღუზად იმ გაჯეტისთვის, რომელსაც „უსარგებლო გამოგონება“ უწოდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ამ თანამშრომელმა სადილისთვის განკუთვნილ დროს არ გადააჭარბა თავისი გამოგონების შესაქმნელად. ვიდეოში მოქანავე გაჯეტს იხილავთ. მას კონკრეტული ფუნქცია არ გააჩნია, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი უსარგებლო გამოგონების ხორცშესხმა შეუძლია ამ მამაკაცს მთელი დღის განმავლობაში, თუ შესვენების პერიოდში ამდენს ახერხებს.
Facebook კომენტარები