მან იცოდა, როგორ უნდა დაეპყრო ქალის გული! ფილმებიდან ცნობილი ფრაზების ციტირებას კი მისი მონაწილეობით უკვე არა ერთი ათწლეულია ვახდენთ.
ჩელენტანო იტალიური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე წარმატებული და გავლენიანი შემსრულებელია – მთელი კარიერის მანძილზე მან ორმოცდაერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთა საერთო ტირაჟმა 150 მილიონი შეადგინა. იგი ასევე ორმოცზე მეტ კინოფილმში არის გადაღებული.
მას შეეძლო განესახიერებინა ნებისმიერი პერსონაჟი: უდარდელი ყმაწვილი, დაღვრემილი ქალთმოძულე, დახვეწილი არისტოკრატი, ქალთა გულების თვალისმომჭრელი დამპყრობი, განგსტერი და ქუჩის უბრალო მომღერალი. განსაკუთრებული წარმატებით მსახიობს მომხიბვლელი მატყუარების როლები გამოსდიოდა. მისი გარეგნობა სამოდელო სტანდარტებისგან საკმაოდ შორს იყო, მიუხედავად ამისა ჩელენტანო მსოფლიო სექს-სიმბოლოდ იქცა.
მსახიობის განმასხვავებელი თვისებაა მისი განუმეორებელი პლასტიკა: უამრავ კომედიაში იგი დაუვიწყარ საცეკვაო ეტიუდებს გვთავაზობს, რაც მის სამსახიობო სახეს დამატებით მომხიბვლელობას მატებს. ფილმები მისი მონაწილეობით კი სავსეა კლასიკად ქცეულ სახალისო ციტატებით, რომელთა გახსენებასაც გთავაზობთ:
– ნება მომეცით, გაგეცნოთ. მე მქვია…
– საკმარისია, ამ თვეში უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, არ მინდა მეხსიერების ზედმეტად გადატვირთვა.
– ლიზა მქვია.
– რა თქვენი ბრალია.
– ჩემს კოსტიუმზე არაფერი გითქვამს.
– რა უნდა მეთქვა?
– შენ გამო ჩავიცვი. მოგწონს? თუ არ მოგწონს, მითხარი. აზრი გამოთქვი!
– გუშინაც ეგ არ გეცვა?
– არა, გუშინ სხვა მეცვა. ეს Valentino-სია.
– Valentino-სი? მე შენი მეგონა.
– შენთვის სულერთია ეს კაბა მეცვა, თუ სხვა.
– ასეა.
– შემეძლო შიშველი წამოვსულიყავი, შენთვის ესეც სულერთი იქნებოდა.
– მართალია.
– გასაგებია… მაშინ დღეს ასე ვივლი, კარგი?
– არა.
– ააა, გრცხვენია?
– არა, ცივა.
– რამდენი წლის ხართ?
– არ მახსოვს…
– უფრო ახალგაზრდა ჩანხართ!
– იმის სათქმელად დავბრუნდი, რომ არანორმალური, ხეპრე, ქალთმოძულე, იდიოტი ხარ!
– კიდევ?
– ტრაბახა.
– გასაგებია. შეგიყვარდი.
– ძვირფასო, უკვე სამი წელია ურთიერთობა გვაკავშირებს, მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დამირეკე პირველმა.
– თანახმა ვარ, ზედმეტი მომდის.
– ან ვიზამთ ისე, როგორც მე ვთქვი!
– ან…?
– ან როგორც მე ვთქვი, ისე ვიზამთ!
– ცოტა ხნით ჩემთან იცხოვრებ, დილით კი სახლში გაემგზავრები.
– მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა!
– მერე რა პრობლემაა?
– დანარჩენებს რა ვუყო?
– უბრალოდ მიყვარს, როდესაც ვუყვარვარ. მე ეს ძალიან მომწონს. შესანიშნავი რამ არის. ისე ყველას გირჩევთ… მხოლოდ მე შემიყვაროთ.
– ასე ძალიან რატომ გაინტერესებს ჩემი შაბათ-კვირის გეგმები?
– აი, ვფიქრობ იმაზე, სად წავიდე ისეთ ადგილას, შენ რომ არ გადაგეყარო.
– იცი დაინტრიგება როგორ უნდა?
– როგორ?
– ხვალ გეტყვი.
– მეგონა, მის გარეშე სუნთქვა არ შემეძლო… აღმოჩნდა, სურდო მაქვს.
– აუცილებლად ცოლად მოგიყვან, უკიდურეს შემთხვევაში დაგირეკავ მაინც.
– ოდესმე გეშინოდა ჩემი დაკარგვის?
– რა თქმა უნდა! ერთხელ ავტობუსისკენ მივდიოდით… მე ჩამოვრჩი, სამგზავრო ფული კი შენ გქონდა.
– მომისმინე, ერთი რამ ამიხსენი, მართლა ასეთი ხარ, თუ ხუმრობ?
– მართლა ასეთი ვარ. ვხუმრობ.
– როგორი იქნება შენი დადებითი პასუხი?
– ორშაბათს 5-ზე თავისუფალი ხარ?
– კი!
– სამწუხაროა, მე დაკავებული ვარ.
– ყოველ ჯერზე, როდესაც შენზე ფიქრს დავაპირებდი დოლარი რომ მოეცათ… შენზე ფიქრს დავიწყებდი.
– სალამი, კოლეგებო! დღეს დავაგვიანე, ამიტომ საღამოს ცოტა ადრე წავალ.
– ისეთი კეთილი, საყვარელი, სიმპათიური ხარ… ნამდვილი პარაზიტი!
– ცოლად გამომყევი?
– მამაკაცი, რომელსაც ცოლად გავყვები, გამბედავი და საზრიანი უნდა იყოს!
– ნუთუ უკვე არ გახსოვს, როგორ გადაგარჩინე, როდესაც იხრჩობოდი?
– გეთანხმები, გამბედავი ხარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზრიანი ხარ!
– და შენ რა გგონია, ნავი ვინ გადააყირავა?
– მან მე შემომხედა, მერე თავის შეყვარებულს, მერე ისევ მე, ისევ თავის ყოფილ შეყვარებულს.
– ნუ ეძებთ იდეალურ ადამიანს. მე დღეს სახლში ვარ.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები