რა კავშირია უცნაურ მოწყობილობას, ფიბონაჩის რიცხვებს და თქვენს თვალებს შორის

ადამიანის გონება საოცარი რამაა. მას აქვს უნარი აითვისოს ყველა სახის ინფორმაცია სამყაროდან, სადაც ვცხოვრობთ, მოახდინოს მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და წარმოადგინოს ის სენსორული მონაცემის სახით. მაგალითად, ჩვენი თვალები მუდმივად აღიქვამენ სხვადასხვა ინფორმაციას და იმის მიხედვით, თუ როგორ დაანაწევრებს ჩვენი გონება მიღებულ მონაცემებს, ამარტივებენ და ფილტრავენ მას.
მხატვრებს, რომელთაც ესმით ეს ვიზუალური საფუძვლები, შეუძლიათ შექმნან ნამდვილად საოცარი ქმნილებები. მაგალითად, ჟანო სტროკერმა, ფრედრიკ შევიმ და დიეტერ პილგერმა შექმნეს ოპტიკურ ილუზიაზე გათვლილი 3D-ბეჭდური ზოოტროპი, რომელიც აგებულია ფიბონაჩის თანმიმდევრობის მათემატიკური პრინციპებით.
საბედნიეროდ, არ არის საჭირო კარგად გესმოდეთ მათემატიკა, რომ შეაფასოთ ეს „ჯადოსნური“ მოწყობილობა. იმის მიხედვით, თუ როგორ ანათებს შუქი სფეროს შიგნით, უძრავი ობიექტი იწყებს ბრუნვას, იცვლის მიმართულებას, ჩერდება და ისევ ბრუნავს. იმისათვის, რომ გაიგოთ რა ხდება ვიდეოზე, უყურეთ რამდენჯერმე.

Optic Illusion. Fibonacci. Photo 1.
Optic Illusion. Fibonacci. Photo 2.
Optic Illusion. Fibonacci. Photo 3.

 

Facebook კომენტარები