ში ლილიანგი აგრძელებს მტკიცებას, რომ სრულყოფილება პრაქტიკიდან მოდის. შაოლინის ბერმა მოხსნა „წყალზე სიარულის“ საკუთარი რეკორდი. ლილიანგი არის ქუანჟოუ შაოლინის მონასტრიდან (ჩინეთი). მან წყალზე მოტივტივე 200 ფანერზე გაირბინა 125 მეტრი და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამარა. თქვენ შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს ფანერები დაეხმარა ლილიანგს, მაგრამ ისინი ძალიან მსუბუქია, რომ გაუძლოს მის წონას. ბერმა განაცხადა, რომ ის ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად იაროს პატარა ნაბიჯებით და მიაღწიოს მიზანს.
ლილიანგმა გასულ იანვარს 118 მეტრი გაირბინა. იგი ვარჯიშობს 2005 წლიდან. ამ ბოლო გამარჯვებისთვის მას 4 ცდა დასჭირდა.
უყურეთ გასაოცარ ვიდეოს.
Facebook კომენტარები