ალბათ აღარასდროს იმგზავრებდით თვითმფრინავით მსგავსი რამის დანახვის შემდეგ

როგორ იგრძნობდით თავს, თუ დაინახავდით აეროპორტის ხელოსანს, რომელიც თვითმფრინავს წებოვანი ლენტით არემონტებს გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე? ეს ინფორმაცია დადო ინტერნეტში თვითმფრინავის მგზავრმა ადამ ვუდმა, როცა მან დაინახა როგორ აწებებდა ინჟინერი თვითმფრინავის ძრავის სახურავს. ნამდვილად სანერვიულოა, როცა ხედავთ აეროპორტის ინჟინერს, რომელიც მსგავსი ინსტრუმენტით ცდილობს თვითმფრინავის შეკეთებას.
სინამდვილეში კი ეს არ არის ჩვეულებრივი წებოვანი ლენტი, არამედ „სპიდ ტეიპი“ (წებოვანი ლენტი ალუმინის საფარით), რომელიც უძლებს ქარის ზეწოლას, ტემპერატურის ცვალებადობას, სისველეს და ულტრაიისფერ გამოსხივებას, რასაც ჩვეულებრივი წებოვანი ლენტი ვერ გაუძლებდა. ამ ლენტს მეტსახელად ეწოდა „600 მილი/სთ ლენტი“. სხვადასხვა გამძლეობის ლენტის ფასი ზოგ შემთხევაში რამდენიმე ათას დოლარს აღემატება!
„ლენტი იძლევა ადგილზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა თვითმფრინავის ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. ეს შეკეთება არ ითვალისწინებს არანაირ სტრუქტურულ ცვლილებას და არ წარმოადგენს საშიშროებას საჰაერო ხომალდისთვის“, – უპასუხა შეშინებულ მგზავრს ავიაკომპანიამ Twitter-ზე.

“რა თქმა უნდა ამაღელვებელია, როდესაც თვითმფრინავს შენს თვალწინ წებოვანი ლენტით არემონტებენ”airplane_duct_tape_1

 

airplane_duct_tape_2

 

airplane_duct_tape_3

 

Facebook კომენტარები