გთავაზობთ ბლოგერს, რომელმაც ინტერნეტ საზოგადოების ყურადღება მეტად საინტერესო ჰობით მიიპყრო. „თქვენთვის ცნობილია შეგრძნება, როდესაც თითქმის აბიჯებთ ჭიკარტს და ფიქრობთ „კინაღამ ვიტკინე! მაგრამ არა ისე ძლიერად, როგორც თაგვს ეტკინებოდა, რომ დაებიჯა“. არა ხომ? მე კი! დავხატე კიდევაც.
აი როგორ დაიბადა რიკი. რიკის ნამდვილად აქვს თავისი რეალური ცხოვრება. იგი დადის სპორტ დარბაზში, მიირთმევს შოკოლადს და მიწის თხილს, მას ჰყავს შინაური ცხოველი, ლოკოკინა, სახელად ჯორჯი! დააკვირდით და დაინახავთ, რომ იგი არის ზრდასრული და განვითარებული, ზუსტად ისე როგორც მე და შენ.
მე მომწონს, როდესაც ჩემს წარმოსახვას ვაძლევ თავისუფლებას ხატვისას. მე აღმოვაჩინე, რომ ნამდვილი საგნის და მულტფილმის გმირის გაერთიანება გვაძლევს ისეთ გამოსახულებას თითქოს იგი გადმოხტება ფურცლიდან და მე ეს ძალიან მომწონს! ონლაინ გამოხმაურება კი უამრავია, სადაც ხალხი მთავაზობს ვარიანტებს, თუ რა უნდა დაემართოს რიკის მომდევნო ნახატში! ვფიქრობ, რომ ისინი გამინაწყენდებიან, თუ ახლო მომავალში რიკის არ დავუხატავ მეგობარ გოგონას.
Facebook კომენტარები